საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

შესაფუთი ხის მასალა

გაითვალისწინეთ, საქონლის თანმხლები ხის შესაფუთი მასალა უნდა იყოს ქერქისაგან გასუფთავებული, თერმულად დამუშავებული ან გაუსნებოვნებული, რაც უნდა დასტურდებოდეს ორ მოპირდაპირე მხარეს დატანილი შესაბამისი მარკირებით, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  ISPM-15 

!იმ შემთხვევაში, როდესაც ხის შესაფუთ მასალაზე არ არის დატანილი ზემოაღნიშნული მარკირება, აუცილებელია მას ახლდეს ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი.


განადგურება

საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე არ იქნება წარდგენილი ვეტერინარული სერტიფიკატი, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვა და ვერ ხერხდება ამ საქონლის უკან დაბრუნება. 

საქონლის გა­ნა­დგურება ხორციელდება საქონლის შემოტანიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა


ცხოველების ექსპორტი

საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ

  • საკლავი, სანაშენე ცხოველების ექსპორტისას;
  • 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისას (გარდა, მსუბუქი, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისა).    
  • კიბოსნაირებისა (რომელიც მიეკუთვნება Crustacea-ის ქვეტიპს) და მისი პროდუქტების ექსპორტისას.
  • საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ.

  • შეღავათები

    ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოსატან საქონელზე (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს):

    საქონლის დასახელება

    ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, შვეიცარია,

    ლიხტენშტეინი ნორვეგია

    თურქეთი,

    აზერბაიჯანი,

    სომხეთი, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია

    სხვა ქვეყნები

    ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები

    10 კგ

    5 კგ

    0

    ჩვილ ბავშვთა რძის ფხვნილზე, ჩვილის საკვებსა და სამედიცინო მიზნისთვის გათვალისწინებულ

    სპეციალურ საკვებზე

    გონივრული რაოდენობის ფარგლებში

    გონივრული რაოდენობის ფარგლებში

    გონივრული რაოდენობის ფარგლებში

    თევზი და თევზის პროდუქტები (თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები, წყლის სხვა უხერხემლოები და მათი პროდუქტები, გარდა ხიზილალისა)

    10 კგ

    5 კგ (თევზჭერის შედეგად მოპოვებული 1 თევზის

    შემთხვევაში, განუსაზღვრელი

    წონის)

    5 კგ

    წითელი და შავი ხიზილალა 

    0,2 კგ

    0,2 კგ

    0

    ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტები

    10 კგ

    5 კგ

    2 კგ

    ცხოველური წარმოშობის ცხოველთა საკვები

    5 კგ

    5 კგ

    0.

    შენიშვნა ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც შემოიტანება (მათ შორის, საფოსტო გზავნილით) ნიმუშის სახით ან/და საგამოფენო მიზნებისათვის, მცირე რაოდენობით და არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის.


    შინაური ცხოველები

    შინაური ბინადარი ცხოველები

    შინაურ ბინადარ ცხოველთა სახეობები: ძაღლები (Canis lupus familiaris); კატები (Felis silvestris catus); ქრცვინები (Mustela putorius furo), რომლებიც არაკომერციული გადაადგილების დროს თან ახლავთ მფლობელს ან უფლებამოსილ პირს და ამ დროის განმავლობაში რჩებიან მფლობელის ან უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ, ქვეყანაში შეიძლება გადაადგილდნენ სხვა ქვეყნიდან (შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების დაკავშირებით სხვა ქვეყნებისა და მათი ტერიტორიების ჩამონათვალი) ან მისი ტერიტორიიდან, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • ნიშანდებულია - ტრანსპონდერის იმპლანტაციით ან 2020 წლის პირველ იანვრამდე გამოყენებული მკაფიოდ კითხვადი სვირინგით.
  • ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც შეესაბამება განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს;
  • · ჩაუტარდათ ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტი, რომელიც აკმაყოფილებს განსაზღვრულ ვალიდურობის მოთხოვნებს (ტიტრაციის ტესტი არ ესაჭიროებათ ქვეყნებს;
  • დამუშავებულია ენდოპარაზიტების წინააღმდეგ ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალებით და ეგზოპარაზიტებზე;
  • თან ახლავს სათანადოდ შევსებული და გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ,,ჯანმრთელობის სერტიფიკატი“ (ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ქვეყანაში განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს პასპორტის სახით).
  •     ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა ერთი არაკომერციული გადაადგილების დროს, რომელიც შეიძლება თან ახლდეს მფლობელს ან უფლებამოსილ პირს, არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.

        ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ხუთს იმ შემთხვევაში, თუ:

  • შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილება ხდება კონკურსებში, გამოფენებზე ან სპორტულ ღონისძიებებზე ან ასეთ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
  • მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს წერილობით საბუთს, რომ შინაური ბინადარი ცხოველი რეგისტრირებულია განსაზღვრულ ღონისძიებებში დასწრებისთვის ან ასოციაციაში, რომელიც ახდენს ასეთი ღონისძიებების ორგანიზებას;
  • შინაური ბინადარი ცხოველების ასაკი ექვს თვეს აღემატება.
  • ყველა სხვა შემთხვევაში ცხოველები  ექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ შემოწმებას. 

    ტრანსპონდერები უნდა აკმაყოფილებდნენ ISO სტანდარტს 11784 და გამოყენებული უნდა იქნეს HDX ან FDX-B ტექნოლოგია და მათი წაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს წამკითხველი მოწყობილობით, რომელიც შეესაბამება ISO სტანდარტ 11785-ს.

      ,,ჯანმრთელობის სერტიფიკატი“ ან პასპორტი უნდა მოიცავდეს გრაფებს შემდეგი ინფორმაცით:

  • ტრანსპონდერის ან სვირინგის ადგილმდებარეობა და ტრანსპონდერის ან სვირინგის გამოყენების თარიღი ან წაკითხვის თარიღი, ასევე ტრანსპონდერის ან სვირინგის ანბანურ-ციფრული კოდი;
  • შინაური ბინადარი ცხოველის სახეობა, ჯიში, დაბადების თარიღი, რომელიც მითითებულია მფლობელის მიერ და სქესი და ფერი;
  • სერტიფიკატის ნომერი;
  • მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სახელმწიფო ან ავტორიზებული ვეტერინარის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ხელმოწერა, რომელიც გასცემს ან ავსებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტს;
  • ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დეტალები;
  • ცოფის ანტისხეულის ტიტრაციის ტესტისთვის სისხლის ნიმუშის აღების თარიღი;
  • ცოფის გარდა სხვა დაავადებებისთვის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომების შესაბამისობა;
  • დამოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი და ხელმოწერა;
  • განსაზღვრული შემოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი, ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნული შემოწმების თარიღი;
  • შინაური ბინადარი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
  • ,,ჯანმრთელობის სერტიფიკატის“ ან პასპორტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტია  მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დეკლარაცია (წესის დანართი №5), რომელიც ადასტურებს, რომ შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილება ხდება არაკომერციული მიზნით.  
  • შინაურ ბინადარ ცხოველთა შემდეგი სახეობები (რომლებიც არაკომერციული გადაადგილების დროს თან ახლავთ მფლობელს ან უფლებამოსილ პირს და ამ დროის განმავლობაში რჩებიან მფლობელის ან უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ):

  • უხერხემლოები, გარდა: ფუტკრის (Apis melifera) და ბაზისა;
  • მოლუსკები, რომელიც მიეკუთვნება Phylum Mollusca-ს ტიპს;
  • კიბოსებრი, რომელიც მიეკუთვნება Subphylum Crustacea-ს ქვეტიპს;
  • წყლის დეკორატიული ცხოველი, რომელიც გამოიზრდება, ინახება ან ბაზარზე განთავსდება მხოლოდ დეკორატიული მიზნებისათვის;
  • ამფიბიები;
  • რეპტილიები;
  • ფრინველები, გარდა ქათამისა, ინდაურის, ციცრის, იხვის, ბატის, მწყრის, მტრედის, ხოხბის, კაკბისა და სირაქლემისებრებისა (Ratitae), რომლებსაც იყენებენ მოსაშენებლად ან ტყვეობაში გამრავლების მიზნით, ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ხორცის ან კვერცხის წარმოებისთვის, ან მოსანადირებელი ცხოველის რეპოპულაციის მარაგის შესავსებად;
  • ძუძუმწოვრები: მღრღნელი და კურდღელი, გარდა იმათი, რომლებიც სასურსათო დანიშნულებისაა და განსაზღვრულია ბოცვრისნაირებად
  • ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან გადაადგილებისას უნდა აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • ნიშანდებულია ან აღწერილია თითოეული სახეობის ცხოველის თავისებურებების გათვალისწინებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კავშირი შინაურ ბინადარ ცხოველსა და მის შესაბამის საიდენტიფიკაციო დოკუმენტს შორის.
  • შეესაბამება დაავადებებსა ან ინფექციებზე, გარდა ცოფისა, სააგენტოს მიერ ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ ჯანმრთელობის დაცვის პრევენციულ ზომებს.
  • შენიშვნა! დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის N551 დადგენილებით ,,შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“.

    სერთიფიკატი

    დეკლარაცია


    ვეტერინარული კონტროლი

    საქართველოს  საზღვრის კვეთისას, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის  მიმართ  ხორციელდება ვეტერინარული კონტროლის  პროცედურები.

    ვეტერინარული კონტროლის მიზანია:

  • ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა;
  • მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან;
  • საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან;
  • გაითვალისწინეთ  თუ თქვენ შემოგაქვთ ან შემოგყავთ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათები, საქართველოს საბაჟო საზღვარზე უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

    ,,ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი (ტრანზიტის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის ორიგინალი ან ვეტერინარული სერტიფიკატის ან საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის სკანირებული ვერსია ელექტრონულად) ან ელექტრონული ვეტერინარული სერტიფიკატი, რომლის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით;“

  • იმპორტის ნებართვა - საჭიროების შემთხვევაში;
  • ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – დამატებით მარშრუტის გეგმა;
  • ფარმაცევტული პროდუქციის შემთხვევაში – ვეტერინარული სერტიფიკატი ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი ან ანალიზის დოკუმენტი (ჯანმრთელობის სერტიფიკატისა და ანალიზის დოკუმენტის წარდგენაც დასაშვებია, როგორც ორიგინალის სახით, ასევე ელექტრონულად, თუ მათი გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით);“

    წინასწარი შეტყობინება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანაზე ფორმა N2 და ცოცხალი ცხოველების შემოყვანაზე ფორმა N1

    საქართველოში იმპორტისათვის გამიზნული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას;


    text