ხის შესაფუთი მასალა
გაითვალისწინეთ საქონლის თანმხლები ხის შესაფუთი მასალა უნდა იყოს ქერქისაგან გასუფთავებული, თერმულად დამუშავებული ან გაუსნებოვნებული, რაც უნდა დასტურდებოდეს ორ მოპირდაპირე მხარეს დატანილი შესაბამისი მარკირებით, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – ISPM-15
!იმ შემთხვევაში, როდესაც ხის შესაფუთ მასალაზე არ არის დატანილი ზემოაღნიშნული მარკირება, აუცილებელია მას ახლდეს ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი.
განადგურება
საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე არ იქნება წარდგენილი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვა და ვერ ხერხდება ამ საქონლის უკან დაბრუნება.
!საქონლის განადგურება ხორციელდება საქონლის შემოტანიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა.
აკრძალვები
მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა საქართველოში იმპორტიც აკრძალულია
დასახელება
წარმოშობის ქვეყანა
ნიადაგი (გარდა მცირე რაოდენობის, რომელიც გადაადგილდება მცენარეებთან ერთად)
ყველა ქვეყნიდან
იზოლირებული ქერქი Castanea Mill
ევროპის კონტინენტის ქვეყნების გარდა
იზოლირებული ქერქი Populus L.
ამერიკის ქვეყნებიდან
იზოლირებული ქერქი Acer saccharum და Quercus L. (გარდა Quercus suber)
ჩრდ. ამერიკის ქვეყნები
ცოცხალი მცენარეები Pinus L., Picea A., Abies Mill., Tsuga Carr., Pseudotsuga Carr. გარდა ნაყოფისა და თესლისა
ჩრდ. ამერიკის ქვეყნები
Populus L. ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა
კანადა, აშშ
Malus Mill., Prunus L., Pyrus L., , Crateagus L., სარგავი მასალა, გარდა მოსვენების მდგომარეობაში მყოფი მცენარისა (ფოთლების, ყვავილისა და ნაყოფის გარეშე)
კანადა, აშშ
Solanum L. სარგავი მასალა, ტუბერები
ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი
Phoenix L., Washingtonia Wend., Trachycarpus Wend., სარგავი მასალა, ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა
ყველა ქვეყანა
შეზღუდვები
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გარეშე აკრძალულია საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:
ბაქტერიული სიდამწვრის (Erwinia amylovora) შემდეგი მასპინძელი მცენარეები და მათი მტვერი: ყვავტყემალა (Amelanchier Med.), იაპონური კომში (Chaenomeles Lindl.), ვაშლანა (Cotoneaster Ehrh.), კუნელი (Crataegus L.), კომში (Cydonia Mill.), იაპონური ზღმარტლი (Eriobotrya Lindl), ვაშლი (Malus Mill.), ზღმარტლი (Mespilus L.), ჩიტავაშლა (Pyracantha Roem.), მსხალი (Pyrus L.), თამელი (Sorbus L.), ფოტინია დავიდსონის (Photinia davidiana (Dcne.);სასურსათო და სათესლე კარტოფილი;მოჭრილი ყვავილები და ქოთნის მცენარეები: ქრიზანთემა (Dendranthema (DC.) DesMoul), მიხაკი (Dianthus L.) და ჯადვარისებრნი (Orchidaceae );მცენარეები ციტრუსის გვარიდან (Citrus L.) და მათი ჰიბრიდები: კინკანი (Fortunella Swingle), სამყურა ლიმონი (Poncirus Raf.) და ვაზი (Vitis L.).
შეღავათები
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია შემდეგი საქონლის შემოტანა:
მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;ასევე დასაშვებია საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა მასალების(რომელთა ღირებულება არ აღემატება 500 ლარს) შემდეგი რაოდენობით შემოტანა:
5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები; 3 კგ-მდე ციტრუსების ნაყოფი; 5 კგ-მდე ახალი ხილი (გარდა ციტრუსისა) ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;5 ცალამდე ქოთნის მცენარეები;2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად; 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები; ! გაითვალისწინეთ შეზღუდვები და აკრძალვები.
ფიტოსანიტარული კონტროლი
საქართველოს საზღვრის კვეთისას, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ხორციელდება ფიტოსანიტარული კონტროლი ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები ვრცელდება ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანასა და გატანაზე.
ფიტოსანიტარიული კონტროლი მიმართულია მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების წინააღმდეგ.
გაითვალისწინეთ თუ თქვენ, მგზავრის ბარგით ან ხელბარგით გადააადგილებთ მცენარეებს ან მცენარეული წარმოშობის პროდუქციას, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათები და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ფიტოსანიტარულ კონტროლს საბაჟო გამშვებ პუნქტში უნდა წარადგინოთ:
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი წინასწარი შეტყობინება - საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი (ფორმა N3);იმპორტის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში);კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის სხვა თანმხლები დოკუმენტები.ექსპორტის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნტქში ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ მოითხოვება - მსუბუქი, სატვირთო - სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან / და მგზავრის ხელბარგით გასატან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე.