ზეპირი დეკლარირებით;ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით;ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით;საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით.საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას შეიძლება დაექვემდებაროს:
პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით;ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივ საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;სასაქონლო ზედნადებით/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ან საგადასახადო დოკუმენტით წარდგენით წარდგენილი, ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). გაითვალისწინეთ ერევანი-ბათუმი-ერევანი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება 3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელი;