ზეპირი დეკლარირებით;ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით;ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით;საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ით.საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას შეიძლება დაექვემდებარებოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებული :
საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი;10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა: „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი“ და „მტკვარი“) ზეთი - არაუმეტეს 10 ლიტრისა (საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული);უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის 15 000 ლარამდე ღირებულების საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების საქონელი (გარდა 87-ე ჯგუფისა), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას შემოტანილი საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი) , რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის;დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის ან ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში - ზეპირი დეკლარირებით; გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია საბაჟო გამშვებ პუნქტში გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის გადამუშავების შედეგად;არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი გაითვალისწინეთ ერევანი-ბათუმი-ერევანი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება 1500 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელი;