ვინ თავისუფლდება გადასახდელებისგან:
საქართველოს მოქალაქე, უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსვლისას, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის ღირებულება არ აღემატება 15 000 ლარს; საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემომსვლელი პირი რომელსაც შემოაქვს საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება);შეღავათებით სარგებლობისთვის, საქონელი განკუთვნილი არ უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაოდენობისა და ღირებულების მიუხედავად, საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას და დაბეგვრას
რა შეგიძლიათ შემოიტანოთ გადასხდელების გადახდის გარეშე
საკვები პროდუქტები ( i სეს ესნ 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფები და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციები) -30 კგ-მდე საერთო წონის, 500 ლარამდე ღირებულების - კალენდარულ დღეში ერთხელ;ალკოჰოლური სასმელი საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში - კალენდარულ დღეში ერთხელ, სხვა შემთხვევაში - 30 კალენდარულ დღეში ერთხელ :
1 ლიტრი 22% ან მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელი ან 80% ან მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელი , ან ზემოაღნიშნული ალკოჰოლიანი სასმელის სახეობათა ნაკრები თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება ან 4 ლიტრი ღვინო და 16 ლიტრი ლუდითამბაქოს ნაწარმი : საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში - კალენდარულ დღეში ერთხელ, სხვა შემთხვევაში - 30 კალენდარულ დღეში ერთხელ :
ან 200 ღერი სიგარეტი ; ან 50 სიგარა ; ან 50 სიგარილა; ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი;ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულა და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი(გარდა თამბაქოს ნედლეულისა);ან ზემოაღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრები , თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება; ან 50 მლ ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის გათვალისწინებული სითხეები; სხვა საქონელი ( სეს ესნ 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი)
30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში - 3000 ლარამდე ღირებულების; სხვა შემთხვევაში - 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების;ტურისტს, რომელიც რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, გადასახდელების გადახდის გარეშე, დროებით, შეუძლია, შემოიტანოს პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი შემდეგი საქონელი:
ტანსაცმელი;პირადი ჰიგიენის საშუალებები;პირადი სამკაულები;ფოტო და კინო კამერები, მათი ფირების, დისკების და აქსესუარების ზომიერი რაოდენობით;სლაიდებისა და ფილმების პორტატული პროექტორები, აქსესუარებით, სლაიდების ან ფირების ზომიერი რაოდენობით;ვიდეოკამერები და პორტატული ვიდეომაგნიტოფონები, ფირების ზომიერი რაოდენობოთ;პორტატული მუსიკალური ინსტრუმენტები;პორტატული გრამოფონები და ჩანაწერები;პორტატული ხმისჩამწერები და აღმწარმოებლები (მათ შორის, დიკტოფონები), ფირებით;პორტატული რადიომიმღები;პორტატული ტელევიზორი;პორტატული საბეჭდი მანქანა;პორტატული კალკულატორი;პორტატული პერსონალური კომპიუტერი;ბინოკლი;საბავშვო ეტლი;უნარშეზღუდული პირის სავარძელი;სპორტული აღჭურვილობა, როგორიცაა: კარვები და სხვა აღჭურვილობა კემპინგისათვის, აღჭურვილობა მყვინთავებისთვის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი სასროლო მასალით, არამოტორიზებული ველოსიპედები, კანოე ან კაიაკი 5.5 მეტრზე ნაკლები სიგრძის, თხილამურები, ჩოგბურთის ჩოგნები, სერფინგის დაფები, ვინდსერფინგი, დელტაპლანები და დელტა ფრთები, გოლფის სათამაშო აღჭურვილობა;დიალიზის და მსგავსი სამედიცინო პორტატიული აპარატურა და მათთან გამოსაყენებელი ერთჯერადი საგნები;გაითვალისწინეთ ჩამოთვლილი საქონელი უნდა იყოს აუცილებლად პირადი გამოყენებისათვის, ზომიერი ოდენობით, მგზავრობის გარემოებების გათვალისწინებით და არ უნდა იყოს განკუთვნილი კომერციული მიზნებისათვის.