საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

იმპორტის გადასახდელები

იმპორტის გადასახადი - აღნიშნული გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება

იმპორტის გადასახადის განაკვეთებია 5%,  12% ან ფიქსირებული საქონლის სახეობების მიხედვით.

შენიშვნა სრული ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის  197-ე მუხლი

აქციზი -  აქციზით დაბეგვრის ობიექტია აქციზური საქონლის იმპორტი;

აქციზის განაკვეთი დიფერენცირებულია.

აქციზით დასაბეგრი საქონლის იმპორტის თანხის განსაზღვრისათვის გამოიყენება  

  • ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობა (ლიტრი), ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობა (1 ლიტრი სუფთა სპირტი) ან/და ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებელი;
  • თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენებისა) - რაოდენობა (ღერი/ცალი), წონა (კგ) ან/და საცალო სარეალიზაციო ფასი;
  • თამბაქოს ნედლეულისათვის და თამბაქოს ნარჩენებისათვის – წონა (კგ);
  • ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეებისთვის - მოცულობა (მლ)
  • ნავთობპროდუქტისათვის – წონა (ტ);
  • ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – მოცულობა (მ3);
  • მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლებისთვის (მოპედების ჩათვლით) – სატრანსპორტო საშუალების წლოვანება და ძრავის მოცულობა;
  • შენიშვნა სრული ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე და 1881 მუხლები

    დამატებული ღირებულების გადასახადი -დღგ-ის განაკვეთი შეადგენს:

  • საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას - იმპორტის თანხის   18 % - ს; 
  • მაგალითი : თუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოგაქვთ საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, და საქონელი იბეგრება იმპორტის 12%-იანი განაკვეთით, თქვენ გადასახდელი გექნებათ:

  • იმპორტის გადასახადი = 1000 * 12 % = 120 ლარი
  • დამატებული ღირებულების გადასახადი = ( 1000 + 120 ) * 18% = 201,6 ლარი
  • გაითვალისწინეთ საბაჟო გამშვები პუნქტიდან - საბაჟო ფორმალობების დასრულება ხდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში თუ:

  • საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს (გარდა საქონლის საჰაერო გზით შემოტანისა);
  • გადაადგილებთ აქციზურ საქონელს;
  • არ ფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას საქონლის შესახებ.
  • გეზ-ის მომსახურების საფასურები - ერთ საქონლის საბაჟო დეკლარაციაზე:

    თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გეზ-ის მომსახურების საფასური ერთ დეკლარაციაზე:

    3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;

    3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - 400 ლარი;

    15 000 ლარის და მეტი ღირებულების საქონელზე - 500 ლარი.

    მომსახურების საფასურების შესახებ დეტალური ინფორმაციი მისაღებად იხილეთ 

    საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისაგან


    რა შემთხვევაში მომიწევს გადასახდელების გადახდა

    თუ თქვენ გადაადგილდებით ტვირთთან ერთად, რომლის ღირებულება ან/და რაოდენობა  აჭარბებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულ ფიზიკური პირის შეღავათებს, მოგიწევთ საქონლის გაფორმება და გადასახდელების გადახდა.

    გადასახდელების დათვლა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულებით 

    საქონლის საბაჟო ღირებულებით

     რისთვისაც აუცილებელია, წარადგინოთ საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    საქონლის საბაჟო ღირებულების განსსაზღვრის სისწორეს აკონტროლებს შემოსავლების სამსახური და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება მას, თვითონ განსაზღვრავს,


    text