შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები;საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები.შენიშვნა პიროვნების და სატრანსპორტო საშუალების საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტს გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქის მიერ წარედგინება ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი.
საქართველოში შემოსვლის დროს:
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი;პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტები;შენიშვნა საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს შემოვიდეს საქართველოში, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდება.
საქართველოდან გასვლის დროს:
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი;პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტები.დამატებით წარედგინება იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, სადაც უშუალოდ მიემგზავრება (ასეთი საჭიროების შემთხვევაში).
ინფორმაცია ვრცლად იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე
გაითვალისწინეთ - 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით, ხოლო იმ შემთხვვაში თუ თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.