ნებართვის გაცემა
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გამცემი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომლის მისაღებადაც განაცხადის წარდგენა ხორციელდება მატერიალური ფორმით.
ნებართვის მოქმედების ვადა -1 წელი
მომსახურების საფასური - 200 ლარი
ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დაშვებულია
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია:
არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი შემდგომი აღდგენის მიზნით;არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი;სახიფათო ნარჩენების ექსპორტი – სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.გაითვალისწინეთ! ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოთა კანონმდებლობების მოთხოვნათაგან უმკაცრესს.
ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს საქართველოს კანონი „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“
აკრძალულია:
სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი;არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი განთავსების მიზნით;სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ:სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, არ არის ბაზელის კონვენციის წევრი ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს;არ არსებობს იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობა.
ნარჩენები
„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს შესაბამისად, ნარჩენებს განეკუთვნება ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა გულისხმობს ნარჩენების იმპორტს, ექსპორტს ან ტრანზიტი , რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონის “ნარჩენების იმპორტის ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ” შესაბამისად.