საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული  რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში.

ოზონდამშლელ ნივთიერებებს ძირითადად წარმოადგენენ ქლორიანი, ბრომიანი და ფტორიანი ნახშირბადები: ქლორფტორნახშირბადები (CFC), წყალბადქლორფტორნახშირბადები (HCFC), ჰალონები (Halon) და სხვა.

ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების სექტორი

  • სამაცივრო სისტემები
  • ჰაერის კონდიცირება
  • აეროზოლები და სტერილიზატორები
  • ცეცხლმაქრები
  • ქაფპლასტები
  • ფუმიგაცია
  • თამბაქოს აფუება
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალულია "ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის ოქმის “A” , “B” , “C” და “E”დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი.

    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაშვებულია "ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის ოქმის “C” დანართში შეტანილი მხოლოდ ერთი ოზონდამშლელი ნივთიერების, წყალბადქლორფტორნახშირბადი HCFC-22-ის (მაცივარაგენტი-R22) კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი; ხოლო  E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების მეთილბრომიდის CH3Br  იმპორტი - მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის.

    გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  გათვალისწინებულ პასუხისმგბელობას.

    ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის  ნებართვების გამცემი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

    შენიშვნა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა დამტკიცებულია  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით 

    text