საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებები

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება - ესაა ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი.  მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით , შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში 

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული, სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა/საქართველოდან გატანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე:

  • ფიზიკური პირის სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით  სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) დღეების რაოდენობაზე;
  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების  დღიური დოზის  გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.
  • ზემოაღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 

    შენიშვნა თუ ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს, ავადმყოფის შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით. 

    ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები

    აკრძალულია სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების - ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მათი შემცველი ყველა იმ კომბინირებული პრეპარატების საქართველოში შემოტანა/საქართველოდან გატანა რომელთა შემადგენლობაში შედის:

    ნივთიერებები:

    აცეტილდიჰიდროკოდეინი

    ACETYLDIHYDROCODEINE

    დიჰიდროკოდეინი

    DIHYDROCODEINE

    კოდეინი

    CODEINE

    ნიკოდიკოდინი

    NICODICODINE

    ნიკოკოდინი

    NICOCODINE

    ნორკოდეინი

    NORCODEINE

    ფოლკოდინი

    PHOLCODINE

    ეთილმორფინი

    ETHYLMORPHINE

    ყველა კომბინირებული საშუალება, რომლის შემადგენლობაშია:

    ეფედრინი

                                                                  EPHEDRINE

    ნორეფედრინი                                                       

    NOREPHEDRINE

    ფსევდოეფედრინი

    PSEUDOEPHEDRINE                                      

    გაითვალისწინეთ საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების - ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების - უკანონოდ შემოტანა/გატანა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის ქვემდებარე დანაშაულს და ისჯება კანონით!

    ფიზიკურ პირს (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირს) უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად.

    ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით, ნებადართულია ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების 31 დღის მარაგის შემოტანა მხოლოდ შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

  • ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული, რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;
  • ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული, რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;
  • რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად იმ უფლებამოსილი ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი.
  • ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანისათვის საბაჟო გამშვებ პუნქტს, საბაჟო დეკალრაციასთან ერთად წარედგინება-საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტი“.

    აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), აგრეთვე საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.


    სამკურნალო საშუალებები

    ფარმაცევტული პროდუქტი (სამკურნალო საშუალება) – წამალი ან ფიზიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომელთა ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება განპირობებულია ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური, ან მეტაბოლური მოქმედებით და რომლებიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისათვის,  მათ შორის, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით რეგისტრირებული კომპლემენტარული სამკურნალო საშუალება, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და პარასამკურნალო საშუალება.

    ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის) მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტებისა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განისაზღვრულია სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე  ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს 10 სტანდარტული შეფუთვისა წამლის მოქმედების მიმართ, მისი პირადი პასუხისმგებლობით;
  • თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება 10 სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის (ეს შეიძლება იყოს: რეცეპტი, ავადმყოფობის ისტორია, ექიმის დანიშნულება და .. (მაგ. საქართველოს შემთხვევაშიფორმა 100“) საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე;
  • თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება 10 სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.
  • !შენიშვნა!  საფოსტო გზავნილით  შემოტანილი ან გასატანი სამკურნალო         საშუალებები ექვემდებარება  საბაჟო  ორგანოების  მიერ  ჩამორთმევას და  განადგურებას:

  • პირველადი  შეფუთვის  არარსებობისას;
  • პირველადი  შეფუთვის  მთლიანობის  დარღვევისას;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში             არსებული სუბსტანცი(ებ)ის დასახელება;
  • სხვა შემთხვევებში,             როდესაც               ფარმაცევტულ პროდუქტს დაკარგული აქვს  სასაქონლო  სახე;

  • text