საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

გამონაკლისები

კონვენციის რეგულაციები ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს არაცოცხალი ნიმუშების არაკომერციული მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შემთხვევებში:

  • დასაშვებია პირადი საკუთრების არაკომერციული მიზნით გადატანა ხელბარგით, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ნიმუშების ლეგალურად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნასყიდობა, მემკვიდრეობა, ბუნებიდან ლეგალურად მოპოვება და ა.შ)
  • შენიშვნა ზოგიერთ სახეობასთან დაკავშირებით დადგენილია უნებართვოდ გადატანის მაქსიმალური ლიმიტები, მაგ: შავი ხიზილალა - არაუმეტეს 125 გრამისა; ნიანგის ტყავისაგან დამზადებული ნივთი - არა უმეტეს 4 ცალისა; ზღვის ცხენი (Hippocampus spp.) – არაუმეტეს 4 ცალისა; მოლუსკი (Strombus gigas) – არაუმეტეს 3 ცალისა; და სხვ.

  • CITES-ის დოკუმენტები არ სჭირდება აგრეთვე საოჯახო ნივთს, რომელიც შეძენილია იმ ქვეყანაში, სადაც მუდმივად ცხოვრობდა მისი მფლობელი და მიაქვთ ქვეყანაში, სადაც მუდმივად იცხოვრებს მფლობელი.

  • CITES-ი და საერთაშორისო ვაჭრობა

    ამჟამად კონვენციით რეგულირდება მცენარეთა და ცხოველთა დაახლოებით 35000 სახეობა, მათ შორის,   საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები როგორიც არის: მაიმუნები, თუთიყუშები, სპილოს ძვალი, მოლუსკების ნიჟარები, მარჯანი, სხვადასხვა სახეობის ნიანგის და გველის ტყავი, ზუთხი, ხმელთაშუაზღვის კუ, დელფინები, დათვი, მგელი, მტაცებელი ფრინველები, შავი ხიზილალა, კაქტუსები, ორქიდეები, და ა.შ

    სახეობების სრული ნუსხა  და სხვადასხვა ქვეყანაში ადმინისტრაციული ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია კონვენციის ვებ-გვერდზე 

    ონვენციით რეგულირდება არა მხოლოდ ცოცხალი მცენარეებითა და ცხოველებით, არამედ მათი ნაწილებითა და დერივატებით ვაჭრობაც; რაც ნიშნავს, რომ ნებართვას საჭიროებს

    CITES -ის დანართებში შეტანილი ცხოველებისა და მცენარეებისაგან ან მათი ნაწილებისაგან დამზადებული ნაკეთობებისა და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი. 

  • I დანართი მოიცავს იმ სახეობებს, რომლებითაც ვაჭრობა საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას მათ არსებობას. ამ სახეობებითა და ნიმუშებით ვაჭრობა განსაკუთრებით მკაცრად რეგულირდება და ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
  • II დანართი მოიცავს სახეობებს, რომელთაც ამჟამად არ ემუქრებათ გადაშენების საფრთხე, მაგრამ შესაძლებელია აღმოჩნდნენ ამგვარი საშიშროების წინაშე, თუ ვაჭრობა ამ სახეობებით და მათი ნიმუშებით მკაცრად არ იქნება დარეგულირებელი.
  • III დანართი მოიცავს სახეობებს, რომლებიც კონვენციის ნებისმიერი მხარის განსაზღვრით, ექვემდებარება რეგულირებას და რომელთა მიმართ აუცილებელია სხვა მხარეთა თანამშრომლობა ვაჭრობაზე კონტროლის განსახორციელებლად.

  • რა არის CITES?

    წლების განმავლობაში ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით არალეგალურმა, უკონტროლო და დაურეგულირებელმა საერთაშორისო ვაჭრობამ გადაშენების საფრთხე შეუქმნა მცენარეთა და ცხოველთა მრავალ სახეობას.

    ყოველწლიურად ხდება ასობით მილიონი ველური მცენარისა და ცხოველის ამოღება ბუნებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მათი გაყიდვისა და სხვადასხვა პროდუქტის, სამკაულების, ეგზოტიკური ტყავისა და ბეწვის ნაწარმის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სუვენირებისა და სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად.

    საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირების და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით, 1973 წელს ვაშინგტონში მიღებულ იქნა კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) ამჟამად კონვენციის მხარეა მსოფლიოს 183 ქვეყანა. საქართველო CITES-ს შეუერთდა 1996 წელს.


    text