საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

დაინფიცირებულ ქვეყნებში გამგზავრება

საქართველოდან დაინფიცირებულ ქვეყნებში გამგზავრებისას, საბაჟო გამშვებ პუნქტებში აუცილებელია მგზავრები გაფრთხილებულ იქნენ:

  • იმ ქვეყნის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და დაავადებების რისკის არსებობის შესახებ სადაც ისინი მიემგზავრებიან;
  • დაავადებათა სიმპტომების, პირადი პროფილაქტიკისა და დაავადების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
  • გამგზავრების წინ ინფორმაციის მოპოვება მიმღები ქვეყნის სამედიცინო-პროფილაქტიკური მოთხოვნების შესახებ, შესაძლებელია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდებზე.


    სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო მოთხოვნები და სპეციალური ღონისძიებები

    ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის, ფიზიკური პირის მიერ საზღვრის კვეთისას შესაძლოა მოთხოვნილ იქნას:

  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ლაბორატორიული კვლევის ოქმი, სამედიცინო დასკვნა, მოწმობა ვაქცინაციისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ან სათანადო ცნობები ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის საფუძველზე);
  • ინფორმაცია დაინფიცირებულ მგზავრთან კონტაქტის შესახებ;
  • ინფორმაცია მგზავრობის მარშრუტის (დასენიანებულ ზონაში ან მის მახლობლად ყოფნის) შესახებ ინფექციის ან კონტამინაციის  წყაროსთან კონტაქტის დადგენის მიზნით;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით მგზავრის არაინვაზიური და ნაკლებ ინტრუზიული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება;
  • სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებ;
  • დავადებაზე საეჭვო პირის იზოლაცია, კარანტინი ან მოქცევა სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
  •  დასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრების ვაქცინაციის შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გასცემს საერთაშორისო ვაქცინაციის  მოწმობას.

    დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსვლილსას ივსება მგზავრთა სააღრიცხვო ბარათი.

    გაითვალისწინეთ ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის განსაზღვრისთვის და წარმოადგენს მგზავრის შემოსვლის წინაპირობას, როდესაც პირს განზრახული აქვს მიიღოს დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი.

    მგზავრის სამედიცინო გამოკვლევა, ვაქცინაცია, პროფილაქტიკა ან სხვა სამედიცინო-სანიტარიული ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მგზავრის ზეპირი ან წერილობითი თანხმობით;

     ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა ხორციელდება უსაფრთხოების ეროვნული და საერთაშორისო პრინციპების/ სტანდარტების შესაბამისად.


    text