რა დოკუმენტები უნდა იქნეს წარდგენილი DUTY FREE პუნქტში საქონლის შეძენისას
პირადობის დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც დასმულია თარიღის შტამპი აღნიშვნით – „გასვლა“:საქართველოს მოქალაქის პასპორტი;მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი;ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი;ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი;უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი;კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამგზავრო დოკუმენტი;ზემოაღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;აეროპორტში განთავსებულ DUTY FREE პუნქტში საქონლის შეძენისას, დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტი:საერთაშორისო რეისზე ჩასხდომის ბარათი;საავიაციო პერსონალის მოწმობა (სერტიფიკატი); ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობა.
DUTY FREE პუნქტში საქონლის შეძენასთან დაკავშირებული მოთხოვნები
DUTY FREE პუნქტში საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოდან გამსვლელ ფიზიკურ პირებზე;საქონლის შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან;საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირის მიერ DUTY FREE პუნქტში ნაყიდი საქონელი ექვემდებარება საქართველო საბაჟო ტერიტორიიდან სრულად გატანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიბეგრება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შესაბამისად.
სად არის განთავსებული DUTY FREE პუნქტები და ვის შეუძლია საქონლის შეძენა
DUTY FREE სავაჭრო ობიექტები განთავსებულია საბაჟო გამშვები პუნქტების კონტროლის ზონებში, ( „წითელი ხიდი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „ვალე“, „ყაზბეგი“, „კარწახი“, ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტები) სადაც საქონლის შეძენა შესაძლებელია საქართველოდან გამსვლელი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიერ.
რა არის DUTY FREE
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი - DUTY FREE - არის სავაჭრო ობიექტი საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც შესაძლებელია იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, პირადი სარგებლობისთვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:
უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების გარეშე;საქართველოს საქონელი. შენიშვნა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით სადაც უცხოური საქონლის რეალიზაცია ხდება მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარეშე, ხოლო ქართული საქონლის რეალიზაცია - დღგ-ის თანხის დამატების გარეშე.