დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება
მალფუჭებადი საქონელი;სატრანსპორტო საშუალება;ოქრო, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით;ძვირფასი ქვები;საქონელი, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვას დაქვემდებარებული საქონლისა;დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელი.
როგორ და სად მოითხოვოთ დღგ
ქვეყნიდან გასვლისას საპასპორტო კონტროლის გავლამდე მიმართეთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს (მებაჟე-ოფიცერს) და წარუდგინეთ დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი, პასპორტი და ბილეთი;ხელთ გქონდეთ ნივთები, რომლებზეც დღგ-ს ითხოვთ, ვინაიდან მებაჟე - ოფიცერს აქვს უფლება ფიზიკურად დაათვალიეროს ისინი; საქონლის დათვალიერების საფუძველზე, ფაქტობრივად წარმოდგენილისა და ქვითარში მითითებული საქონლის შეუსაბამობის, ასევე, დღგ-ს თანხის დაბრუნებისათვის სხვა აუცილებელი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ აღარ დაგიბრუნდებათ დამატებული ღირებულების გადასახადი;ოფიცერი ბეჭედს დაარტყამს ქვითარს დასტურის ნიშნად, გიბრუნებთ ქვითრის ორიგინალს.დღგ-ს თანხის დაბრუნება შეგიძლიათ ბანკში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ;საზღვაო ნავსადგურებში დღგ-ს თანხის დაბრუნება შეგიძლიათ საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, თუ საპასპორტო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტზე;უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის დატოვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე.
დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელი მოთხოვნები
იმისთვის, რომ უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე;დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე;საქონელი უნდა შეიძინოთ იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით;შესყიდვის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 ლარს დღგ-ის თანხის გამოკლებით ერთი ქვითრის მიხედვით;შეძენილი საქონელი უნდა იყოს განკუთვნილი ქვეყნიდან გასატანად;საქონლის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა;თქვენ უნდა იქონიოთ დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი;დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალურ ქვითარში ასახული საქონელი სრულად უნდა იქნეს გატანილი საქართველოს ტერიტორიიდან.საქონელი უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ პარკში, გარდა იდენტიფიცირებადი საქონლისა. აუცილებელია, შენარჩუნებული იყოს ლუქის მთლიანობა;გაითვალისწინეთ იდენტიფიცირებადია საქონელი, რომელზეც ქარხნული წესით დატანილია საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, რაც წარდგენისას მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4011 20 კოდით განსაზღვრული, ავტობუსებისა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების საბურავები, რომელთაც გააჩნიათ უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული სახით.
სად შეიძლება შევიძინოთ TAX FREE საქონელი
საქონლის შეძენა შესაძლებელია იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს TAX FREE-ს სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება იბეგრება დღგ-ით.
რა არის TAX FREE
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში უფლებამოსილ სავაჭრო ობიექტებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნება, რომელიც იანგარიშება დარიცხული დღგ-ის თანხიდან - საქონლის ღირებულების 18 % - შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურისა და ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.