საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

რიგების მართვის სისტემაში ჩართული ავტოსადგომები

საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „სადახლო საავტომობილო“, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, „ნინოწმინდა“, „ვალე“ მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტთან 20 კმ. რადიუსში მდებარე რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომზე. ავტოსადგომებიდან ავტომანქანების გაშვება მოხდება შემოსავლების სამსახურის რიგების მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით.

ავტოსადგომების სია 

ავტოსადგომზე გამოცხადებას არ ექვემდებარება ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები:

  • სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის;
  • დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის;
  • დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას;
  • „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის;
  • არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის;
  • ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის.
  • ავტოსადგომიდან საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით პრიორიტეტული წესით გადაადგილდება შემდეგი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები:

  • ცოცხალი მცენარეებისა და ცხოველების და მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მალფუჭებადი საქონლის   იხილეთ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის №2-I-01 და №2-I-02 დანართებით;
  • ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების;
  • მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის;
  • საფოსტო გზავნილების;
  • ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის;
  • ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის;
  • გაითვალისწინეთ!

    ავტომობილებს, რომლებსაც არ ექნებათ გავლილი რეგისტრაცია აღნიშნულ სისტემაში ან თვითნებურად (რიგის დარღვევით) დატოვებს ავტოსადგომს, არ მიეცემათ საზღვრის გადაკვეთის უფლება.


    ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში განთავსებული საწვავის შემოტანა

    საქართველოში შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალების ავზში საწვავის არსებობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზი უნდა იყოს სტანდარტული - ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად  დაკავშირებული.

    საბაჟო გამშვები პუნქტების „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით  შემომსველი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, დაწესებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზით საწვავის შემოტანის მაქსიმალური ოდენობები და განისაზღვრება შემდეგნაირად:

     სატვირთო ავტომობილებისათვის:

    სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით (გარდა ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებისა), რომელიც ახორციელებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას (გადაადგილდება დატვირთული) კალენდარული თვის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების ან/და ფიზიკური პირის მიერ:

    პირველი და მეორე შემოსვლისას სტანდარტული ავზის მოცულობის ოდენობით;

  •  მესამე და ყოველი შემდგომი შემოსვლისას (განურჩევლად პირველი ან/და მეორე შემოსვლის მიზნობრიობისა) 200 ლიტრის ოდენობით.
  • სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც გადაადგილდება ტრანზიტულად და ახორციელებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას (გადაადგილდება დატვირთული) – სტანდარტული ავზის მოცულობის ოდენობით (თვის განმავლობაში საზღვრის კვეთების რაოდენობა შეუზღუდავია);
  •  სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც გადაადგილდება ტრანზიტულად საქონლის გარეშე (ცარიელი) 500 ლიტრის ოდენობით (თვის განმავლობაში საზღვრის კვეთების რაოდენობა შეუზღუდავია);
  • საქართველოში შემომსვლელი სხვა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის (ცარიელი) – 100 ლიტრის ოდენობით.
  • შენიშვნა:

    ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა გულისხმობს საქონლის საქართველოში შემოტანას (მათ შორის ტრანზიტულად). ამასთან, საერთაშორისო გადაზიდვა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ნებართვით, ავტორიზაციით, სატრანსპორტო ზედნადებით ან TIR-წიგნაკით.

    მსუბუქი ავტომობილების ან N1 კატეგორიის ავტომობილებისათვის

    კალენდარული თვის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების ან/და ფიზიკური პირის მიერ:

  • პირველი და მეორე შემოსვლისას - სტანდარტული ავზის მოცულობის ოდენობით;
  • ოველი შემდგომი შემოსვლისას - 10 ლიტრის ოდენობით.
  • ავტობუსებისთვის                                                                                                        

    მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის განხორციელებისას:

  • 100 კმ-მდე მანძილის მარშრუტის შემთხვევაში − 50 ლიტრის ოდენობით;
  • 100 კმ-ზე მეტი მანძილის მარშრუტის შემთხვევაში – ყოველ დამატებით 10 კმ-ზე − დამატებით 5 ლიტრის ოდენობით;
  • შენიშვნა ავტობუსებისთვის მარშრუტის მანძილი წარმოადგენს მანძილს საქართველოს საბაჟო საზღვრიდან მარშრუტის ბოლო პუნქტამდე.

    მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული  საავტომობილო ზეთი ექვემდებარება გაფორმებას, ხოლო 10 ლიტრი ან ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში გაფორმება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში.


    სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები

    სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად წარსადგენი დოკუმენტებია:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა;
  • სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტით);
  • ! სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, გთხოვთ, დამატებით იხილოთ ინფორმაცია სატვირთო გადაზიდვების  შესახებ.


    მძღოლი - საქართველოს მოქალაქე

    საპასპორტო კონტროლის გავლისას წარედგინება ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
  • საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
  • პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტები;
  • თუ დანიშნულების ქვეყანაში შესვლისათვის აუცილებელია ვიზა მაშინ დამატებით წარედგინება შუალედური ან/და დანიშნულების ქვეყნის ვიზა.

    ! ინფორმაცია ვრცლად იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე

    შენიშვნა:

  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების/საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის (საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების/საქართველოდან გატანის ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
  • სატრანსპორტო საშუალების გაფორმების/წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. აღნიშნული საფასურის ოდენობა შეადგენს ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარს, რაც გადახდილ უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე ან სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანამდე.
  • საბაჟო საწყობში სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.

  • მძღოლი - უცხო ქვეყნის მოქალაქე

    საზღვრის კვეთისას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წარედგინება:

  • მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი
  • პასპორტი ან
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი) - კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
  • ვიზა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • ტრანზიტით გადაადგილებისას - გასვლის ქვეყნის მოქმედი ვიზა - ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
  • ! ინფორმაცია ვრცლად იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე 

    შენიშვნა:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების/საქართველოდან გატანის ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
  • ზემოაღნიშნულის გარდა სხვა შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების/საქართველოდან გატანის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
  • სატრანსპორტო საშუალების გაფორმების/წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. აღნიშნული საფასურის ოდენობა შეადგენს ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარს, რაც გადახდილ უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე ან სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანამდე.
  • საბაჟო საწყობში სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.

  • text