იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია
საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით შეღავათით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, თუ არ არის წარდგენილი საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი ან ასეთი დოკუმენტი წარდგენილია ხარვეზით, საქონლის საგადასახადო შეღავათის გამოყენებით გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ.იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიად წარედგინება თავდებობა – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება.“;საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის შესაბამის თანხას.გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მისი წარდგენიდან 6 თვეზე ნაკლები.გარანტიის გაუქმების საფუძველია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენაგაითვალისწინეთ ხარვეზის გამოსწორების ვადა შეადგენს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 დღეს.
პროცედურები და ვადები მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის, როდესაც საქონელი მასთან ერთად არ გადაადგილდება
თუ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) საქონელი მასთან ერთად არ გადაადგილდება:
პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე; საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში.თუ საქონელი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან:
არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საბაჟო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ."არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს.შენიშვნა შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
პროცედურები და ვადები მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირისათვის, როდესაც საქონელი მასთან ერთად არ გადაადგილდება
თუ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) საქონელი მასთან ერთად არ გადაადგილდება:
პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე;საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში.თუ საქონელი შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან:
არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საბაჟო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“;არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს.შენიშვნა შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირება
საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის კუთვნილი საქონელი/საქონელთა ჯგუფი, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ექვემდებარება გაფორმებას საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით.
მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის დადასტურება
პირის საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მუდმივი ბინადრობის მოწმობა).
მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის კუთვნილ საქონელზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი
დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დღგ) და იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას პირის მიერ საქონლის (მათ შორის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის) იმპორტი;იმპორტის სამივე გადასახდელისაგან (იმპორტის გადასახადი, დღგ და აქციზი) თავისუფლება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას პირის მიერ ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების (გარდა სეს ესნ-ის 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლისა (მოპედის ჩათვლით)) იმპორტი. შენიშვნა შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალება) არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში, პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის (იმპორტის) განსაზღვრისას წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტიორის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.