საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.


რას ნიშნავს სსა-ის გამოუყენებლობა

სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება (ჩეკის ამორტყმა).

შენიშვნა:  მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი.

სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.   

სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და დაზიანების თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს.


საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე საქონლის რეალიზაცია გამოფენის/ პრეზენტაციის გამართვის ადგილზე

საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, პირს უფლება აქვს  სსა-ს გარეშე განახორციელოს საქონლის რეალიზაცია გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე.ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით -წინასწარი თანხმობა გამოფენა/პრეზენტაციის ადგილზე, რეგისტრირებული სსა-ის გამოყენება ან მის გარეშე ვაჭრობაზე -  მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა.წინასწარი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში სალარო აპარატის გარეშე საქონლის რეალიზაციისას, პირი უფლებამოსილია გასცეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.


რას ნიშნავს ობიექტის ფუნქციონირება სსა-ის გარეშე

ობიექტი ფუნქციონირებს სსა-ის გარეშე თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა:

  • პირს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა;
  • პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში მის სახელზე;
  • სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
  • -ზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.

  • საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნა/მისამართის ცვლილება

    სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის/მისამართის ცვლილების  შესახებ პირი განცხადებით მიმართავს შესაბამის სალარო აპარატების მომსახურე იურიდიულ პირს და განცხადებასთან ერთად  წარადგენს სალარო აპარატს.

    შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ პირს, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის/მისამართის ცვლილების  შესახებ.

    სალარო აპარატი რეგისტრირდება:

  • სსა-ს სხვა ობიექტზე გამოყენების შემთხვევაში - მისი ფაქტობრივად გამოყენების ადგილის მოხედვით,
  • სსა-ის დისტრიბუციის მიზნით გამოყენების შემთხვევაში – პირის იურიდიული მისამართის მიხედვით.
  • იხილეთ განცხადები:

    საკონტროლო სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ 

    GPRS საკონტროლო-სალარო აპარატების მისამართების ცვლილების შესახებ

    SAM მოდულის საკონტროლო-სალარო აპარატების მისამართის ცვლილების შესახებ 


    საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესი და პირობები

  • პირი ვალდებულია:
  • უზრუნველყოს სსა-ის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ექსპლუატაცია;
  • დაიცვას სალარო აპარატის ექსპლუატაციის წესები;
  • გასცეს ჩეკი მისთვის ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და მის მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან, რომელიც არ წარმოადგენს მოლარე-ოპერატორს (მაგ. საზ.კვების ობიექტში მომსახურე პერსონალი), მომხმარებელს ჩეკი უნდა გადაეცეს გონივრულ ვადაში;
  • სამუშაო დღის ბოლოს ამობეჭდოს „Z” ანგარიში;
  • სალარო აპარატის სხვა მისამართზე  ან/და დისტრიბუციის მიზნით გამოყენებისთვის განახორციელოს სალარო აპარატის სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული ფაქტობრივი მისამართის ცვლილება;
  • სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში მოახდინოს სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნა;
  • სალარო აპარატის დაკარგის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს;
  • უზრუნველყოს თითოეულ ობიექტზე რეგისტრირებული სსა-ების მიხედვით, სარეგისტრაციო ბარათების, მათი პასპორტების (ანალოგიური შინაარსის მქონე დოკუმენტების), აქტების და სსა-ების ექსპულატაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის შენახვა საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში;
  • სსა-ის გაუმართაობის (დაზიანების) შემთხვევაში გამორთოს სსა და თუ შემდგომი მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, შეწყვიტოს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება;
  • რეგისტრირებული სსა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის ფაქტობრივი მისამართი დაფიქსირებულია სარეგისტრაციო მონაცემებში, (გარდა დისტრიბუციის შემთხვევისა - აღნიშნულ შემთხვევაში სსა რეგისტრირდება გადამხდელის იურიდიული მისამართის მიხედვით).

  • როგორ უნდა მოვიქცეთ საკონტროლო-სალარო აპარატიდან ჩეკის არასწორად ამობეჭდვისას
  • როდესაც სსა-ის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, უნდა შედგეს  განსაზღვრული ფორმის აქტი (ფიქსაციის აქტი), რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან ჩეკის ასლი უნდა დაეკრას ამ აქტს.

    ! შედგენილი აქტი უნდა შეინახოს საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.

     ამასთან გაცნობებთ, რომ ფიქსაციის აქტის შევსება უკვე შესაძლებელია გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე -  სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული ჩეკის  კორექტირების აქტის შედგენა-

  • როგორ უნდა მოვიქცეთ მომხმარებლის მიერ საქონლის დაბრუნებისას:
  • თუ მომხმარებლმა ჩეკის საფუძველზე მოითხოვა ნაყიდი საქონლის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა -  უნდა შედგეს განსაზღვრული ფორმის აქტი (ფიქსაციის აქტი) 2 ეგზემპლიარად.

    აქტს ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი.

    ! შედგენილი აქტი უნდა შეინახოს საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.

               ამასთან გაცნობებთ, რომ ფიქსაციის აქტის შევსება უკვე შესაძლებელია გადამხდელის

               ელექტრონულ გვერდზე -  სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული ჩეკის  

              კორექტირების აქტის შედგენა


    როგორ დავარეგისტრიროთ საკონტროლო-სალარო აპარატი

    ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით -„ახალი საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის შესახებ“ მიმართავს სასურველი სალარო აპარატის მოდელის მარეგისტრირებელ/მომსახურე იურიდიულ პირს იხ. რეესტრი.

    შენიშვნა: სალარო აპარატების საფასური განსხვავებულია მომწედებლებისა და  მოდელების მიხედვით და ასევე ითვალისწინებს ყოველთვიურ ტექნიკური მომსახურების საფასურს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ განცხადების ლინკში.

    რეგისტრაციის პროცედურების შემდეგ იურიდიული პირი განმცხადებელს გადასცემს დარეგისტრირებულ სსა-ს და სარეგისტრაციო ბარათს, რომელიც პირმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს სსა-ის მფლობელმა.

    ! გაითვალისწინეთ: რამდენიმე ობიექტის არსებობის შემთხვევაში, საკონტროლო სალარო აპარატები უნდა დარეგისტრირდეს თითოეული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით ცალ-ცალკე.


    ვინ თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან

  • საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც: გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში;
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი;
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში;
  • ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი (მაგ. ნოტარიუსი), რომელსაც არ აქვს მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება;
  • პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით;
  • პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით, – საქმიანობის ამ ნაწილში;
  • მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებსა და ჟურნალებს, – საქმიანობის ამ ნაწილში;
  • პირი – რომელიც ახორციელებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციას საქმიანობის ნაწილში;
  • ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
  • აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა.

  • ვინ არის ვალდებული გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი (სსა)

    ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ვალდებულია მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი (შემოკლებით - სსა).

    საქართველოში ნებადართულია შემდეგი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება:

  •  GPRS და crypto- მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი;
  • საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია;
  • ავტოგასამართ სადგურში, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემა, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია.
  • შემოსავლების სამსახური აწარმოებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრს.

    საქართველოში მოქმედი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელები და მარეგისტირებელი ორგანიზაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


    text