სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა
ჩამოწერის ზოგადი წესი
ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (სმფ), მათ შორის, სმფ-ების ტარის დაზიანების შედეგად განადგურებული სმფ-ების შიგთავსის ჩამოწერა შეგიძლიათ ელექტრონულად, „ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების შესახებ“ ელექტრონული განცხადების წარმოდგენით .
თქვენი განცხადების მიღებიდან:
● არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა სმფ-ის ჩამოწერის მოთხოვნა პირდაპირ დადასტურდება; ან
● არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ადგილზე გასვლით მოხდება სმფ-ის შემოწმება/ჩამოწერა.
გაითვალისწინეთ!
● სმფ-ის ჩამოწერის პროცესის დაწყებისთვის აუცილებელია გადაიხადოთ მომსახურების საფასური - 20 ლარი, გარდა ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ 100 ლარამდე ღირებულების ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სმფ-ის ჩამოწერის განცხადებებისა.
● პირდაპირ (ავტომატურად) დადასტურებულ განცხადებაში დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ შეცდომა ეხება ჩამოსაწერი სმფ-ების ღირებულებას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საქონლის სწორი ღირებულების მითითებით დამატებით წარმოადგინოთ მატერიალური ან ელექტრონული განცხადება და ახალი (დაზუსტებული) ღირებულების შესაბამისად ჩამოწეროთ სმფ-ები.
● თუ განცხადება დაექვემდებარება სმფ-ების ადგილზე გასვლით ჩამოწერას, თქვენი მოთხოვნა განცხადების გაუქმების თაობაზე არ განიხილება.
● საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მoწოდება სმფ-ის ჩამოწერის თაობაზე – იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სმფ-ის სააღრიცხვო ღირებულებით-სსკ-ის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
ტარა-შიგთავსის ჩამოწერა
2019 წლის 1 ივლისიდან შესაძლებლობა გაქვთ, ჩამოწეროთ სმფ-ების ტარის დაზიანების შედეგად განადგურებული სმფ-ების შიგთავსი. მაგალითად: ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელები, ტყემალი, ტომატი, მაიონეზი, რძის ნაწარმი და სხვა მსგავსი სმფ.
რესტორნის, კაფის, სწრაფი კვების, ბარის, კლუბის, სასტუმროს და მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის სმფ-ების შიგთავსის ჩამოწერისთვის საჭირო მტკიცებულებებია:
ა)დაზიანებული სმფ-ების ტარა, რომლის თავსახურის მთლიანობა (გარდა მარკირებისა) დაუზიანებელია;
ბ)პასუხისმგებელ პირზე დაკისრებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მიღებული/ნაპატიები მოთხოვნის თანხის ოდენობა შეესაბამება ან აღემატება დაზიანებული სმფ-ების გაუვარგისებამდე არსებულ სააღრიცხვო ღირებულებას;
გ)სმფ-ების დაზიანების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი.
ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებებიდან აუცილებელი და საკმარისია წარმოდგენილ იყოს „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრული მტკიცებულებები ან „ა“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრული მტკიცებულებები.
ქარხნის, საამქროს, სადისტრიბუციო ქსელის, საწყობის, მაღაზიის და და მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის სმფ-ების შიგთვსის ჩამოწერისთვის წარმოსადგენი საჭირო მტკიცებულებაა:
დაზიანებული სმფ-ების ტარა, რომლის თავსახურის მთლიანობა (გარდა მარკირებისა) დაუზიანებელია.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ საქართველოს ფინანსთა მინსიტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანება
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის გადაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა
გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ჩამოწეროს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სპეციფიკური ნარჩენები), რომელიც შეძენილია ან/და იმპორტირებულია მის მიერ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, უსასყიდლოდ გადაცემულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის (მგვ).
სპეციფიკურ ნარჩენებს მიეკუთვნება:
ბატარეები და აკუმულატორებისაბურავებიელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებიზეთებიამასთან, გაითვალისწინეთ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) ნაწილში, პირის მიერ ჩამოწერა დასაშვებია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ გადაცემული:
ა) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში;
ბ) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ის ოდენობით, ჯამურად წლის განმავლობაში;
გ) „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატორის (გარდა ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმპორტიორისა) მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ჯამის 0,5 %-ის ოდენობით, ხოლო თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ჯამის არაუმეტეს 0,5 %-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში.
ამასთან საბურავებთან მიმართებაში, განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი ოდენობით ჩამოსაწერ ნარჩენებზე ვრცელდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საერთო წესი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სპეციფიკური ნარჩენების) ჩამოწერა შეგიძლიათ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
ამასთან, თქვენ მიერ საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს:
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციასთან გაფორმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაცემა, მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სპეციფიკური ნარჩენების) გადაცემის შესახებ ინფორმაცია(დანართი №247-ის შესაბამისად). გაითვალისწინეთ!
ზემოაღნიშნული უფლების გამოყენება არ გათავისუფლებთ სსკ-ით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებისაგან თუ საგადასახდო კონტროლის განხორციელებით გამოვლინდა კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ საქართველოს ფინანსთა მინსიტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანების 3722-ე მუხლში.