საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ფიზიკური პირი, საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად მიღებულ შემოსავალზე, რომელიც მიღებული შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს,  იბეგრება საშემოსავლო გადასახადი  5 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად 20 პროცენტისა.

ფიზიკურ პირს საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება შეუძლია:

  • ორგანიზაციაზე
  • იურიდიულ პირზე
  • ფიზიკურ პირზე
  •  საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის 5% განაკვეთით სარგებლობისათვის საჭიროა ფიზიკური პირის შესახებ მონაცემები ასახული იყოს შემოსავლების სამსახურის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში.

    რეესტრში მონაცემების ასახვისათვის ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით: ,,საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე”.

    განცხადების რეგისტრაცია შესაძლებელია:

  • ელექტრონულად 
  • შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი სერვისცენტრის დამხარებით.
  • განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გამქირავებლის საკუთრების/სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე. ხოლო ორგანიზაციაზე/იურიდიულ პირზე გაქირავების შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია: ქირავნობის ხელშეკრულების ასლი ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება.
  • თუ განცხადების რეგისტრაცია ხორციელდება ფიზიკური პირის წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიული წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
  • შენიშვნა: საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, დაბეგვრის 5-პროცენტიანი განაკვეთით სარგებლობისათვის,  გამქირავებელი ფიზიკური პირის მონაცემები რეესტრში შეტანილი უნდა იყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის.

    საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე, რომელიც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი ფიზიკური პირის მონაცემები შესაბამისი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე შეტანილია რეესტრში

    შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და უზრუნველყოფს მონაცემების ასახვას საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს.

    განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში გამქირავებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ახალი განცხადება -„საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების ცვლილების თაობაზე, რომელიც შევსებულ უნდა იქნეს სრულად.

    ფიზიკურ პირს შეუძლია რეესტრიდან მონაცემები ამოიღოს ელექტრონული განცხადებით - „საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრიდან მონაცემების ამოღების თაობაზე“ მომართვის შემთხვევაში.

    ფიზიკური პირის მიერ  რეესტრში ასახვის მიზნით წარდგენილი განცხადება არ წარმოადგენს ამ პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის (რეგისტრაციის) საფუძველს.

    ამასთან გასათვალისწინებელია: ფიზიკური პირი (რეზიდენტი/არარეზიდენტი),  რომლის შემოსავალიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, ექვემდებარება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას, რომელსაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო. 

    იხილეთ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისათვის

    text