საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, თუ იგი ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას.

ფიზიკური პირი ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასასვლელად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ნებაყოფლობით არ უნდა იყოს რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
  • ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000ლარს.
  • საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურება შეიძლება მოითხოვდეს მომსახურების იმ ფორმებს, რომლებიც ცალკე არ ანაზღაურდება და შედის საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურების ღირებულებაში.

    ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი კუთვნილ გადასახადს იხდის კვარტალში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადზე გადასასვლელად განცხადებით- „ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე (ფართის გაქირავება)“ მიმართავს საგადასახადო ორგანოს. გადასახადის გადამხდელის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.

    text