საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა  არის სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების გარემოდან ამოღება.

  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია:

    პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას;

    პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტყის რესურსებით სარგებლობას;

    პირი, რომელიც სარგებლობს სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის  მერქნული რესურსებით;

    პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას);

    2024 წლის 1 იანვრიდან ის პირი, რომელიც ზედაპირული წყლების გამოყენებით აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე ახორციელს აკვაკულტურის საქმიანობას.  

  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ობიექტი
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:

    სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა);

    ტყის რესურსების მოცულობა/რაოდენობა;

    ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობების რაოდენობა;

    წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა);

    ცხოველთა სამყაროს რესურსების მოცულობა (რაოდენობა).

  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების განაკვეთი
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების განაკვეთები   ბუნებრივი რესურსების ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით.

  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) რესურსის სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით. კერძოდ;

     სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით

    სახელმწიფო ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის სახელმწიფო ტყის  ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით;

    გარემოდან ამოღებული ტყის არამერქნული რესურსებით და ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისათვის რესურსების დასახელების და სახეობათა ჯგუფების მიხედვით ;

    წყლის რესურსებით სარგებლობისათვის წყლის ობიექტების ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით

    ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფების  საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით

  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით  ახორციელებს საგადასახადო ორგანო, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა, კერძოდ: საგადასახადო ორგანო ადმინისტრირებას არ ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის მერქნული რესურსების პირადი მოხმარებისათვის, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის, მცენარეთა არამერქნული რესურსებითა და მათი პროდუქტებით სარგებლობისათვის, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის მოსაკრებლის გადახდაზე.

  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების  საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და მოსაკრებლის გადახდა
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციის XXVI თავით დადგენილი წესის შესაბამისად საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება (დანართი NVI-12) და გადაიხადოს კუთვნილი მოსაკრებელი.

     კანონით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების  საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს:

  • სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;
  • ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა;
  • სპეციალური ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული მერქნული რესურსების შემძენისთვის გადაცემამდე;
  • მინერალური წყლებითა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით სარგებლობისათვის –სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ,  არა უგვიანეს ყოველი  კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. თუ ლიცენზია მოპოვებულია საანგარიშო წლის ნებისმიერ კვარტალში, მის მიმართ პირველი საანგარიშო პერიოდია ლიცენზიის მიღებიდან ამ კვარტლის ბოლომდე დროის მონაკვეთი, ყოველი შემდგომი საანგარიშო პერიოდია მომდევნო კვარტალი, უკანასკნელი საანგარიშო პერიოდია ის კვარტალი, რომელშიც დასრულდა ლიცენზიის მოქმედების ვადა;
  • ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
  • სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგით) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ (იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა) – 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო წლის მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. თუ ლიცენზია მოპოვებულია საანგარიშო წლის პირველ ნახევარში, მის მიმართ პირველი საანგარიშო პერიოდია ლიცენზიის მიღებიდან 30 ივნისის ჩათვლით დროის მონაკვეთი, საანგარიშო წლის მეორე ნახევარში მოპოვებული ლიცენზიების მიმართ პირველი საანგარიშო პერიოდია ლიცენზიის მიღებიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთი. ორივე შემთხვევაში ყოველი შემდგომი საანგარიშო პერიოდია მომდევნო ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდი, უკანასკნელი საანგარიშო პერიოდია ის ექვსთვიანი სანგარიშო პერიოდი, რომელშიც დასრულდა ლიცენზიის მოქმედების ვადა;
  • სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიების შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე მოპოვებული სასარგებლო წიღისეულისათვის - არაუგვიანეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვბის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
  • შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა;
  • სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - არა უგვიანეს ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 3 თვეში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს მე-3 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. თუ გადაწყვეტილება ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ მიღებულია საანგარიშო წლის ნებისმიერ კვარტალში, მის მიმართ პირველი საანგარიშო პერიოდია გადაწყვეტილების მიღებიდან ამ კვარტლის ბოლომდე დროის მონაკვეთი, ყოველი შემდგომი საანგარიშო პერიოდია მომდევნო კვარტალი.
  • ლიცენზიით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი  მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულია ქონების გადასახადი, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილ მიწაზე, რომლის შესაბამისადაც მიწა იბეგრება 1 ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.

    text