საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

შეღავათები საშემოსავლო გადასახადში

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი  საქართველოს მოქალაქეების;
  • პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
  • მარტოხელა მშობლის;
  • პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
  • პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

  • მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება

    მეწარმე ფიზიკურ პირს, როგორც საგადასახადო აგენტს ევალება ცალკეული სახის განაცემის განხორციელებისას გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება    კერძოდ:

  • დაქირავებულისათვის ხელფასის (მათ შორის, სარგებლის) გადახდისას;
  • ფიზიკური პირისგან (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას;
  • ფიზიკური პირისთვის, ორგანიზაციისთვის პროცენტების გადახდისას;
  • რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) როიალტის გადახდისას;
  • ფიზიკური პირისთვის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას;
  • სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის მიერ მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თანხის გაცემისას, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგება და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა;
  • ფიზიკური პირისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების ღირებულების ანაზღაურებისას;
  • არარეზიდენტისათვის თანხების გადახდისას, თუ არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა იმ შემოსავლისა, რომელიც მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, მათ შორის:
  • პროცენტი; როიალტი; ხელფასი; ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა; გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად;

  • სხვა შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- მუხლით.
  • საგადასახადო აგენტი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, თუ აღნიშნული თარიღი არასამუშაო დღეს ემთხვევა, დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა გადაიწევს შემდეგი სამუშაო დღის დასრულებამდე.


    რა არის საშემოსავლო გადასახადი და ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი

    საშემოსავლო გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან.

    საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული  თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

  • დაბეგვრის ობიექტი
  • რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

    ფიზიკური პირის, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. .

    სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში  არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავლისა.

    ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

  • განაკვეთი
  • ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა;

    აღნიშნული განაკვეთისგან განსხვავებული განაკვეთით იბეგრება შემდეგი სახით მიღებული შემოსავალი:

    საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს იბეგრება 5 პროცენტით;

    ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით.

    ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, იბეგრება 20 პროცენტით.

    უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით.

    სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში  არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული შემოსავლისა).

  • გადახდა/ანგარიშგება
  • ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში იხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

    ამასთან, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების მიერ, ასევე თავისუფალ ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებით მომუშავე საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ ხელფასის სახით მიღებულ ნებისმიერ საზღაურზე (სარგებელზე) საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისთვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

  • მიმდინარე გადასახდელები
  • მეწარმე ფიზიკური პირები, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

    არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

    არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

    არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

    არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.


    როგორ იანგარიშება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი?

    აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:

  •  სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
  • სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.
  •  ამასთან, თუ ქონების/აქტივის შეძენის შემდგომ მასზე გაწეულია ხარჯი (მაგ. ქონების/აქტივის რემონტის ხარჯები), რომელთან მიმართებითაც არსებობს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფიზიკური პირი უფლებამოსილია, ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაანგარიშებისას, ასეთი ხარჯები გაითვალისწინოს ქონების/აქტივის შეძენის ფასის მითითებისას.

    საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლების სრული ჩამონათვალი იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში.


    text