საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

გადასახდის გადამხდელის ელექტრონული გვერდის გაუქმება

გადასახადის გადამხდელთან ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია წყდება მხოლოდ პირის გარდაცვალების საფუძველზე, ამ გადასახადის გადამხდელისათვის ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში.


ტელეფონის ნომრის/ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილება

აკონტაქტო ტელეფონის ნომრის (საფოსტო გადამზიდავის შემთხვევაში საფოსტო გადამზიდავის დაშვებისათვის განკუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის) და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) მიუთითებს ტელეფონის ახალ საკონტაქტო ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

ამასთან თუ გადამხდელს აქვს შესაცვლელი საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი და ამავდროულად დაკარგა სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის/პაროლის მონაცემები  -  ტელეფონის ნომრის ცვლილებისა და პაროლის აღდგენის მიზნით შეუძლია ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვიდეო ზარის მომსახურებით.


მომხმარებლის სახელწოდების/პაროლის აღდგენა

ელექტრონული გვერდის ავტორიზაციისას გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდების ან/და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია  მომხმარებლის/პაროლის აღდგენა განახორციელოს შემდეგი გზებით:

  • დამოუკიდებლად -  შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მომხმარებლის/პაროლის აღდგენის ფუნქციით , რა დროსაც  მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით იგზავნება სისტემაში შესასვლელი ერთჯერადი პაროლი და ინფორმაცია მომხმარებლის სახელწოდების შესახებ;
  • ვიდეო ზარით - შემოსავლების სამსახურის ოპერატორის დახმარებით;
  • შენიშვნა: საფოსტო გადამზიდავის დაშვების პაროლის აღდგენა შესაძლებელია დისტანციურად შემდეგი ბმულის გამოყენებით მომხმარებლის/პაროლის აღდგენა. პაროლის ცვლილების დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ


    გადასახადის გადამხდელის ელექტრონული გვერდის აქტივაცია

       პირის ელექტრონული გვერდის აქტივაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • დისტანციურად  - ფიზიკურ პირს  შეუძლია ისარგებლოს ბმულით , შეავსოს განაცხადი, შემდგომ ვიდეოთვალით დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურის ოპერატორს და აღნიშნულით დაასრულოს აქტივაციის პროცედურა;
  • ინდივიდუალურ  მეწარმედ რეგისტრაციისას - შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება  ავტომატურად, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, კერძოდ აღნიშნული პირები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის შექმნისთვის დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდის (eservices.rs.ge) მომხმარებლისა და პაროლის შესახებ.

  • რა სერვისების მიღება არის შესაძლებელი

    გადასახადის გადამხდელს ელექტრონული გვერდის საშუალებით აქვს შესაძლებლობა:

  • გააგზავნოს სხვადასხვა განცხადება მომსახურების მიღების მიზნით; 
  • ელექტრონულად მიიღოს და მართოს კორესპონდენცია, ასევე, თვალყური ადევნოს დარეგისტრირებული განცხადებების განხილვის პროცესებს, განათავსოს საკუთარი და მინდობილი პირების მონაცემები;
  • ნახოს ინფორმაცია მის მიერ მიღებული (ხელფასი/დივიდენდი/პროცენტი/სხვა) შემოსავლების შესახებ;
  • მოითხოვოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია;
  • მოითხოვოს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის/ სტატუსის   მინიჭება(მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის);
  • წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები და გაანგარიშებები;
  • ელექტრონულად გამოწეროს ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში);
  • ელექტრონულად გამოწეროს/მიიღოს ზედნადებები;
  • დაათვალიეროს საკუთარი პირადი აღრიცხვის ბარათი, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი და აკონტროლოს თავისი საგადასახადო ვალდებულებები;
  • ელექტრონულად აწარმოოს გადახდა; 
  • მიიღოს ინფორმაცია და შეტყობინებები სხვადასხვა საკითხის თაობაზე;
  • განახორციელოს წინასწარი და არა წინასწარი საბაჟო დეკლარირება;
  • ელექტრონულად წარმოადგინოს საჩივარი;
  • და სხვა

  • რა არის გადასახადის გადამხდელის ელექტრონული გვერდი

    გადასახადის გადამხდელის ელექტრონული გვერდი გადამხდელს  საშუალებას აძლევს საკუთარი ბიზნესი/საქმიანობა და შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაცია წარმართოს დისტანციურად  სახლიდან ან/და ოფისიდან გაუსვლელად.

    პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი  დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გადაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.


    text