საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინდივიდუალური მეწარმე ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტისას

  • შესაბამისი განაცხადის წარმოდგენის მიზნით მიმართავს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს ან გადამხდელის ელექტრონული გვერდიდან არეგისტრირებს განაცხადს - საქმიანობის შეჩერების შესახებ (ავტომატური+);
  • განაცხადში მითითებული საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად წარმოადგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ;
  • ხოლო შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.

  • ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო მონაცემის ცვლილება/რეგისტრაციის გაუქმება

    ინდივიდუალური მეწარმის  სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებას/ რეგისტრაციის გაუქმებას/გარდაცვალების გამო მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებას - ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო.

    ზემოაღნიშნულის განხორციელების  მიზნით, ინდივიდუალური მეწარმე ან პირის მემკვიდრე/სამკვიდროს მმართველი მიმართავს -  სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 

    ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრაციის/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების/რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://napr.gov.ge  ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 2405405, ან გააგზავნოთ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: info@napr.gov.ge


    ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ვალდებულება

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად პირი (ფიზიკური პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე/ საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს მარეგისტრირებულ ორგანოს მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით და დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ.

    ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

    ინდივიდუალური მეწარმე საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში პასუხს აგებს პერსონალურად, მთელი თავისი ქონებით.  აღნიშნული პასუხისმგებლობა ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციამდე/რეგისტრაციის შემდგომ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილ ვალდებულებებზეც.  


    ინდივიდუალური მეწარმე

    ინდივიდუალური მეწარმედ ითვლება ის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას.


    ფიზიკური პირის რეგისტრაციის გაუქმება

    შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის რეგისტრაციის გაუქმება ხდება მხოლოდ პირის გარდაცვალების შემდგომ. გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:

  • მემკვიდრის, სამკვიდროს მმართველის, ან/და დაინტერესებული პირის  განცხადება და პირის გარდაცვალების მოწმობა;
  • შემოსავლების სამსახურის ინიციატივა, თუ სამსახურისათვის ცნობილი გახდება რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის გარდაცვალების ფაქტი. რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია განთავსდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე.

  • ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემის ცვლილება

  • გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიმე მონაცემის (სახელის, გვარის, რეგისტრირებული მისამართის, მოქალაქეობის) ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრში წარადგენს განცხადებასა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი). 
  • ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს, ფიზიკური პირის მიერ ავტორიზებული ელექტრონული გვერდის საშუალებით დარეგისტრირებული განაცხადის საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების შესახებ  საფუძველზე.
  • სარეგისტრაციო მონაცემის ცვლილებისას გადასახადის გადამხდელზე გაიცემა/იგზავნება შესაბამისი ცვლილების ამსახველი გადასახადის გადამხდელის მოწმობა; ცვლილების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ისახება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ გადამხდელთა რეესტში .


    საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის რეგისტრაცია

  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი რეგისტრაციის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრში წარადგენს განცხადებასა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა). რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდგომ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
  • ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით მიმართვის საფუძველზე. საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით მიმართვა ასევე წარმოადგენს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით მიმართვის ნაცვლად, პირს მოსთხოვოს №I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.
  • შემოსავლების სამსახურის მიერ თუ საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას განათავსებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე.
  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირს რეგისტრაციისას ენიჭება ცხრა ნიშნა ნომერი.   ასევე, პირს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს მინდობილი პირის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.


    საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის რეგისტრაცია

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რეგისტრაციის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრში წარადგენს განცხადებასა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი).  რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდგომ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა;
  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით მიმართვის საფუძველზე.
  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), სსკ-ით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, შეუძლია, გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციის გარეშე, მიმართოს საბანკო დაწესებულებას და გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი. საბანკო დაწესებულება ინფორმაციას მიაწვდის შემოსავლების სამსახურს. ეს უკანასკნელი კი  აღრიცხვაზე დააყენებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას განათავსებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე.
  • საგადასახადო დეკლარირების ვალდებულების წარმოშობისას -  საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) შეუძლია, შემოსავლების სამსახურში წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია მატერიალური ფორმით. ამ უკანასკნელის საფუძველზე მომსახურების დეპარტამენტი   აღრიცხვაზე დააყენებს აღნიშნულ ფიზიკურ პირს და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას განათავსებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე.
  • შემოსავლების სამსახურის მიერ თუ საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას განათავსებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე.
  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციისას ენიჭება პირადი თერთმეტ ნიშნა  ნომერი. ასევე, პირს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს მინდობილი პირის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.


    ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად პირი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.

  • გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც:
  • გადახდის წყაროსთან არ უკავდება საშემოსავლო გადასახადი;
  • საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მათი ფლობა არ არის გათავისუფლებული  ქონების გადასახადისგან;
  • ოჯახის ერთობლივი შემოსავალი აჭარბებს 40 000 ლარს;
  • წარმოეშობა იმპორტის გადასახდელების გადახდის ვალდებულება;
  • წარმოეშობა აქტივის რეალიზაციით მიღებულ ნამეტზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება;
  • წარმოეშობა საგადასახადო კოდექსით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
  • ასეთი პირები, საგადასახადო მიზნებისათვის განიხილებიან, როგორც არა მეწარმე ფიზიკური პირები და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისას, წარმოადგენენ  ელექტრონულ დეკლარაციას. აღნიშნული პირებისთვის, საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტას.

  • გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე წარმოეშობა ფიზიკურ პირს, როდესაც ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.
  •  ასეთი საქმიანობებია:           

  • სახელოვნებო საქმიანობა;
  • სამეცნიერო საქმიანობა;
  • სამედიცინო საქმიანობა;
  • არქიტექტურულ საქმიანობა;
  • საადვოკატო საქმიანობა;
  • საარბიტრაჟო;
  • სამედიატორო;
  • სანოტარო საქმიანობა;
  • სააუდიტო საქმიანობა;
  • საკონსულტაციო საქმიანობა (მათ შორის საგადასახადო კონსულტაცია)
  • ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • ასეთი პირები, საგადასახადო მიზნებისათვის განიხილებიან, როგორც მეწარმე ფიზიკური პირები.

    შენიშვნა: სამეწარმეო საქმიანობად არ განიხილება ფიზიკური პირის სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო  საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს  სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო საქმიანობას და  წარმოებაში მუდმივად დასაქმებული ჰყავს  ოჯახის არაწევრი ხუთი პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ვალდებულება.

    ასეთი პირები, საგადასახადო მიზნებისათვის განიხილებიან, როგორც მეწარმე ფიზიკური პირები და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისას, წარმოადგენენ  ელექტრონულ დეკლარაციას. ასევე აღნიშნული პირებისთვის, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტას.

    მეწარმე ფიზიკური პირი საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტისას

  • შესაბამისი განაცხადის წარმოდგენის მიზნით მიმართავს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს ან გადამხდელის ელექტრონული გვერდიდან არეგისტრირებს განაცხადს - საქმიანობის შეჩერების შესახებ (ავტომატური);
  • განაცხადში მითითებული საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულად წარმოადგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ;
  • ხოლო შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.

  • ფიზიკური პირი

         ფიზიკურ პირად ითვლება:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • მოქალაქეობის არმქონე პირი.

  • text