საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

„საბაჟო საზღვრის კვეთისას და გაფორმების პროცედურების დროს გახარჯული დროის გაზომვა“ -TRS

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კვლევა -  „საბაჟო საზღვრის კვეთისას და გაფორმების პროცედურების დროს გახარჯული დროის გაზომვა“ (WCO Time Release Study) წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ ინსტრუმენტს, საქონლის გაფორმებისა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას დახარჯული დროის გაზომვის მიმართულებით. კვლევა ითვალისწინებს საბაჟო პროცედურებზე დახარჯული დროს გაზომვას, ტვირთის მიერ საზღვრის კვეთის მომენტიდან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე. კვლევა მიზნად ისახავს პრობლემური არეალების დადგენას და შესაბამისი ზომების მიღებას საზღვრის გადაკვეთის ეფექტურობის გასაზრდელად. აღნიშული კვლევა შემოსავლების სამსახურში ჩატარდა 2013, 2016 და 2019 წლებში.

TRS ანგარიში 2016

TRS ანგარიში 2019


მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების კვლევა - Doing Business

ბიზნესის კეთების რეიტინგი, Doing Business   საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (International Financial Corporation) და მსოფლიო ბანკის (World Bank) მიერაა შედგენილი. აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას  შორის 7-ე ადგილს იკავებს. რეიტინგი 10 კომპონენტისგან შედგება, რომელთაგანაც ორი კომპონენტი - გადასახადების გადახდა და საზღვრებს შორის ვაჭრობა შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაში შედის.

კვლევითი ჯგუფები ყოველი წლის დასაწყისში აგროვებენ ინფორმაციას არსებულ მდგომარეობასთან და დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით. რეიტინგი ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ქვეყნდება და მომდევნო წლისთვის ვითარებას ასახავს. Doing Business 2021 კითხვარი მ.წ. თებერვალში ივსება და ასახავს ყველა ცვლილებებს რაც 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის მაისამდე განხორციელდა და ზეგავლენას ახდენს საზღვრებს შორის ვაჭრობაზე.  კითხვარის შევსებაში მონაწილეობენ როგორც მიზნობრივი საჯარო უწყებები ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ინდივიდუალურად ავსებენ კითხვარს. DB2021 ანგარიში 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

Doing Business -2018

Doing Business -2020


საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტით საქართველოს საგადასახადო სისტემის შეფასების ანგარიში

საგადასახდო სისტემის შეფასების ანგარიში


text