საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ლევან წითელაშვილი

სამსახურის უფროსის მოადგილე

l.tsitelashvili@rs.ge

(+995 32) 2 26 11 25

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კარიერა დაიწყო 2000 წლიდან ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე. 2000 – 2011 წლების პერიოდში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის იგი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო, საფინანსო, სამეწარმეო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტანენტის უფროსი, შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონული ცენტრის უფროსი. 2011 წლიდან - 2021 წლის აგვისტოს თვემდე ეკავა სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2021 წლის 17 აგვისტოდან დაინიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
text