საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ირაკლი შარტავა

სამსახურის უფროსის მოადგილე

i.shartava@rs.ge

(+995 32) 2 26 24 70

დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ავტომატიკისა და მართვის ტექნიკური სისტემების ფაკულტეტი ინჟინრის სპეციალობით და ასევე საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით. კარიერა დაიწყო 1993 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის, საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობიდან, შემოსავლების სამსახურში მუშაობს 2012 წლის დეკემბრის თვიდან, როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. ამ პოზიციამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის 1994 -2004 წლებში დასაქმებული იყო საგადასახადო ინსპექციაში, 1998 წლიდან ხდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2000 წლიდან ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე, იმავე წელს 2004 წლამდე იკავებს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2004 წელს კარიერას აგრძელებს ჯერ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველოს პირდაპირი გადასახადების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, შემდგომ ხდება ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოს კამერალური შემოწმების განყოფილების მთავარი ინსპექტორი, რის შემდეგაც იყო შპს ,,ნუკოილი ვახუშტი“-ს კომერციული დირექტორი.
text