მიხეილ ჩოკოშვილი
სამსახურის უფროსის
პირველი მოადგილე
m.chokoshvili@rs.ge
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. კარიერა დაიწყო 2009 წლიდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, კერძოდ: 2013-2014 წლებში, იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ინსპექტორ-გამომძიებელი, ხოლო 2014-2016 წლებში უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2016-2021 წელს, მას ამავე უწყებაში, საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, N1 სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა. 2021-2022 წლებში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 05.05.2022-07.07.2025 წლებში, იყო საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 07.07.2025 წელს, დაინიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილედ. 2025-2026 წლებში ხელმძღვანელობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. 2026 წლის 5 მაისიდან, დაინიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2026 წლის 13 აგვისტოდან დღემდე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.