საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აქტის ელექტრონული ფორმა და მისი შევსების წესი

11/5/2026 3:42:00 PM

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ცვლილება შევიდა „ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 ივნისის №13017 ბრძანებაში, რომლითაც დამტკიცდა „ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმა და წესი“.

ცვლილების თანახმად, 2026 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის ელექტრონული აქტის ფორმა, რომელიც გავრცელდება 2026 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელებულ შესყიდვებზე.

ელექტრონული აქტის გამოწერას შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან (eservices.rs.ge) განახორციელებს პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვას.

აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტი მოიცავს იგივე ველებს, რომლებსაც შეიცავს შესყიდვის აქტის არსებული მატერიალური ფორმა. ამასთან, ელექტრონული შესყიდვის აქტი დამატებით ითვალისწინებს ინფორმაციას ანაზღაურების მდგომარეობის (სრულად ანაზღაურებულია, არ არის ანაზღაურებული ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია) და ანგარიშსწორების ფორმის (ნაღდი, უნაღდო ან შერეული)  შესახებ, შესაბამისი თანხების მითითებით.

ელექტრონული შესყიდვის აქტი ექვემდებარება დადასტურებას შემდეგი სამი ალტერნატიული გზიდან ერთ-ერთის საშუალებით:

  • გამყიდველის ტელეფონის ნომერზე მყიდველის მიერ გაგზავნილი SMS კოდით;
  • შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან გამყიდველის მიერ დადასტურებით;
  • მყიდველის მიერ გამყიდველის ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ბმულის გააქტიურებით.
  • გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია საქონლის შესყიდვის ოპერაციის განხორციელების დღიდან მომდევნო თვის ბოლომდე, ხოლო გამყიდველის მიერ დოკუმენტის დადასტურება შესაძლებელია ოპერაციის განხორციელების დღიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

    ამასთან, 2026 წლის 1 დეკემბრიდან ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 271 და 31-ე მუხლებში შეტანილი ცვლილების თანახმად (ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება N332), ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ელექტრონული ფორმით გამოწერილი შესყიდვის აქტი.

    შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება იხილეთ  ბმულზე:

     ფინანსთა მინისტრის ბრძანების ცვლილება იხილეთ ბმულზე:


    ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ახალი ელექტრონული აქტის აღრიცხვის წესისა და პირობების შესახებ, ონლაინ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება

    11/5/2026 1:46:00 PM

    მიმდინარე  წლის  11 ნოემბერს 14:00 საათზე,  ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ახალი ელექტრონული აქტის აღრიცხვის წესისა და პირობების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართება.

    საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებთან განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის წესში განხორციელებული ცვლილება;
  • ავანსის და კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სავალდებულო დადასტურების წესის შემოღების შესახებ;
  • კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის ცვლილების შესახებ;
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    2026 წლის 16 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონებაზე/მიწაზე და საწარმოს/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის სავადო თარიღია

    11/5/2026 1:42:00 PM

    შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის (სახაზინო კოდი: 101001000) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა.

    ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ:

    გზამკვლევები

    ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის გზამკვლევი 

    ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების გზამკვლევი

    ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის განმეორებით წარმოდგენის სახელმძღვანელო

    შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიების გზამკვლევი

    კითხვა-პასუხი

    ფიზიკური პირის ქონება

    გამომთვლელები

    2026 წლისთვის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა

    2026 წლის ქონების გადასახადის გამომთვლელი

    2026 წლის ქონების გადასახადის მიზნებისთვის ფიზიკური პირისთვის შემოსავლის გამომთვლელი

    ვიდეო ინსტრუქცია

    ფიზიკური პირის მიერ 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა

    ფიზიკური პირის მიერ 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის გრაფების შევსება

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ “RS ჩათი“-ში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2 299 299


    ცვლილება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირებასთან დაკავშირებით

    11/3/2026 11:38:00 AM

    მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომლის თანახმად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (საფ) და ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ნსაფ) კორექტირებისას დღგ-ის თანხის ზრდა ან შემცირება აისახება უშუალოდ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში.

    ცვლილების მიხედვით, ანგარიშ-ფაქტურის კორექტირებისას შესაბამის სტრიქონებში აისახება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი ან უარყოფითი სხვაობა (დღგ-ის თანხის ზრდა ან შემცირება). კერძოდ:

    საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის კორექტირებისას:

  • 9.1.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის ზრდა;
  • 9.2.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის შემცირება.
  • ავანსის საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის კორექტირებისას:

  • 7.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის ზრდა;
  • 7.2 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის შემცირება. 
  • ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ნსაფ) კორექტირებისას:

  • 9.2.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის ზრდა;
  • 9.3.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის შემცირება.
  • ცვლილების სანახავად ეწვიეთ ბმულს


    საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა

    11/3/2026 11:16:00 AM

    მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოღებულ იქნა ნებართვის ახალი სახე - „საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა“.

    ნებართვის ახალი სახის შემოღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. მათ შორის:

  • საერთაშორისო აზარტული ტურნირი განიმარტა, როგორც თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომლის მონაწილეების საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ იმ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება, იგი არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;
  • საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის განისაზღვრა სანებართვო მოსაკრებელი − წელიწადში 100 000 ლარს ოდენობით;
  • კლუბის თითოეულ მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვრა - კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით;
  • ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით;
  • საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება;
  • საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მქონე პირს ფიზიკური პირისთვის მოგების გადახდის შემთხვევაში ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
  • სრულად ცვლილებები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

    N 1904/5-VIმს-XIმპ - 28/10/2026 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    N 1904/2-VIმს-XIმპ - 28/10/2026 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    N 1904/3-VIმს-XIმპ - 28/10/2026 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    N 1904/4-VIმს-XIმპ - 28/10/2026 - „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    N 1904/1-VIმს-XIმპ - 28/10/2026 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


    ინფორმაცია - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის წესში შესული ცვლილების შესახებ

    10/28/2026 3:16:00 PM

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება.

    აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სეს ესნ-ის 2711 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული თხევადი აირისა და 27-ე ჯგუფში კლასიფიცირებული ნახშირის რეექსპორტში გაფორმების მომსახურების გაწევისათვის განისაზღვრა განსხვავებული საფასური, ხოლო ამავე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება დაექვემდებარა მომსახურების საფასურის გადახდას, კერძოდ:

  • თხევადი აირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმების მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1 ტონაზე 90 ლარის ოდენობით;
  • ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმების მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით.
  • მითითებული მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს:

  • არაუგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა;
  • შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე – მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური, ს/ნ 204525585 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707017021.
  • აღნიშნული მომსახურების საფასურის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია;
  • როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით;
  • როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მილსადენის გამოყენებით (თხევადი აირის შემთხვევაში);
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ნოემბრამდე შემოტანილი თხევადი აირისა და ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის ბმულზე


    ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმასა და წესში  განხორციელებული სიახლის შესახებ, ონლაინ შეხვედრა გაიმართება

    10/27/2026 10:51:00 AM

    მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმასა და წესში განხორციელებული სიახლეების გაცნობის მიზნით  საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართება.

    აღნიშნული შეხვედრა ონლაინ-საკომუნიკაციო პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით განხორციელდება.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    საბაჟო საკითხების განხილვის მიზნით, ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართება

    10/26/2026 5:21:00 PM

    მიმდინარე  წლის  4 ნოემბერს 14:00 საათზე,  აქტუალური საბაჟო საკითხების მიმოხილვის მიზნით, ონლაინ ფორმატში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართება.  დაინტერესებულ პირებთან განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • საქონლის წარმოშობა და წარმოშობის სერტიფიკატები
  • წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესი
  • ტექნიკური რეგლამენტი სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების  შესახებ (აკრძალვა/ გამონაკლისი).
  • ფიტოსანიტარიული კონტროლი, მათ შორის დოკუმენტაციის, იდენტურობისა და  ეტიკეტირების ადმინისტრირების  პრინციპები, სანებართვო პირობებთან შესაბამისობა

    აღნიშნული შეხვედრა ონლაინ-საკომუნიკაციო პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით განხორციელდება.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ, ცვლილება საგადასახადო კოდექსში 2026 წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით

    10/26/2026 3:50:00 PM

    2026 წლის 2 ნოემბერი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღია.  

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საგადასახადო კოდექსში  განხორციელებული  ცვლილების  თანახმად,  2026 წელს ქონების გადასახადის შეღავათით სარგებლობისათვის, ფიზიკურ პირთათვის ოჯახის  შემოსავლის ოდენობა 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. 

    ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2026 წლის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოგეშობათ:

  • თუ თქვენი ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავალის ოდენობა გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ  დასაბეგრ ქონებას; 
  • ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად,  თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს  მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით  გაქვთ დასაბეგრი მიწა. 
  • იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი გაქვთ წინა  2025 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია  და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები  - უფლება გაქვთ, არ წარადგინოთ 2026 წლის დეკლარაცია და საგადასახადო ორგანოს მიერ წინა,  2025 წლის დეკლარაციაში მონიშნული პირობების მიხედვით მოხდება 2026 წლის გადასახადის დარიცხვა.

    ამასთან, თუ 2025 წლის დეკლარაციაში  მონიშნული გქონდათ პირობა:

  • თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი 2024 წელს შეადგენდა 40 000-დან 100 000 ლარამდე, - ამ შემთხვევაში ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდება  მხოლოდ მიწაზე, ხოლო დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადი არ დაირიცხება. 
  • აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს გადაიხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა. გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან  სახაზინო კოდზე 101001000.

    გზამკვლევები

    ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის გზამკვლევი 

    ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების გზამკვლევი

    ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის განმეორებით წარმოდგენის სახელმძღვანელო

    შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიების გზამკვლევი

    კითხვა-პასუხი

    ფიზიკური პირის ქონება

    გამომთვლელები

    2026 წლისთვის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა

    2026 წლის ქონების გადასახადის გამომთვლელი

    2026 წლის ქონების გადასახადის მიზნებისთვის ფიზიკური პირისთვის შემოსავლის გამომთვლელი

    ვიდეო ინსტრუქცია

    ფიზიკური პირის მიერ 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა

    ფიზიკური პირის მიერ 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის გრაფების შევსება

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ “RS ჩათი“-ში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2 299 299


    ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში

    10/19/2026 5:47:00 PM

    2026 წლის 16 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 812 ნაწილებში, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების მიწოდებასა და მასთან დაკავშირებულ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებაზე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისათვის განსაზღვრული საშეღავათო პერიოდი 2029 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2033 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.

    კერძოდ, სსკ-ს 309 მუხლის 79-ე ნაწილის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ქონებასთან დაკავშირებულ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა თუ ერთდროულად სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

    ა. უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2033 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

    ბ. მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც  2008 წლის 8 აგვისტოსათვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისიწინებული, ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა,, ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

    გ. უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

    დ. იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2033 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

    ე. ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

    ვ. ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე

    ამასთან სსკ-ს 309-ე მუხლის 812  ნაწილში  განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ამ მუხლის 79-ე და 80-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების მიმართ, ხანდაზმულობის წესი ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე, ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდისა.  

    სსკ-ში განხორციელებული ცვლილება იხილეთ ბმულზე:


    ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

    10/15/2026 4:10:00 PM

     2026  წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 აგვისტოს №381 დადგენილება ,,ხორბლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" (გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და დანართისა - ,,ზოგადი მოთხოვნები ხორბლის ელევატორის მიმართ“ − რომელიც ამოქმედდება 2031 წლის 1 იანვრიდან).

    ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ხორბლის შემოტანისა და გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა), ასევე ბაზარზე განთავსების ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამასთან, ადგენს მოთხოვნებს ხორბლისა და მაგარი ხორბლის მიმართ, ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ, ბაზარზე განთავსების პირობებსა და  შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.

    ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ხორბლისა (Triticum aestivum L.) და მაგარი ხორბლის (Triticum durum Desf.) სხვადასხვა ჯიშზე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასევე:

  • ბაზარზე განთავსებული ხორბალი და მაგარი ხორბალი უნდა იქნეს ეტიკეტირებული;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) დაშვებულია მხოლოდ ელევატორიდან, რომელსაც თან უნდა ახლდეს ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ ხორბალი და მაგარი ხორბლი შემოტანამდე  განთავსებული იყო ელევატორში.
  • საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დასაშვებია მხოლოდ დახურული ვაგონებით, ხორბალმზიდი ვაგონებით ან კონტეინერებით (ტანკერებით), რომელიც უზრუნველყოფს ხორბლისა და მაგარი ხორბლის დაცვას მწერების, ცხოველების, მათ შორის, მღრღნელების შეღწევისა და ტრანსპორტირების დროს დაბნევისაგან;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლისა და მაგარი ხორბლის შემოტანა, საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით, შესაძლებელია ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ხორბლისა და მაგარი ხორბლის ტრანსპორტირებისას გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იქნეს გაუსნებოვნებული ყოველი დატვირთვის წინ, რაც  ასახული უნდა იყოს ფიტოსანიტარიულ სერტიფაკატში  ან დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ გაცემული დოკუმენტით.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება იხილეთ ბმულზე


    საგადასახადო მიმართულებით  განხორციელებული სიახლეების შესახებ, ონლაინ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება

    10/15/2026 9:21:00 AM

    მიმდინარე  წლის  22 ოქტომბერს 14:00 საათზე,  საგადასახადო სიახლეებისა და აქტუალური საკითხების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართება.  დაინტერესებულ პირებთან განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში;
  • ავანსის და კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სავალდებულო დადასტურების წესის შემოღების შესახებ;
  • ცვლილებები ფიზიკური პირების ქონების გადასახადში.
  • აღნიშნული შეხვედრა ონლაინ-საკომუნიკაციო პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით განხორციელდება.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში

    9/22/2026 6:12:00 PM

    მიმდინარე წლის 17  სექტემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 და N994 ბრძანებებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციასა და „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“ .

    ცვლილების თანახმად, ადგილობრივი აქციზური ნაწარმის ჩამოწერის დადგენილი წესი ასევე გავრცელდა იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოსაწერ აქციზურ საქონელზეც.

    კერძოდ, თუ ხდება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონელის ჩამოწერა, რომლის აქციზით დაბეგვრის მომენტი (საქონლის მიწოდება/საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა ან იმპორტი) არ დამდგარა, გამოყენებული აქციზური მარკები ჩაითვლება უტილიზებულად და არ დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, ხოლო  თუ ადგილი აქვს აქციზით დაბეგრილი აქციზური მარკით ნიშანდებული საქონლის (როგორ ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული) ჩამოწერას, ამ საქონელზე გადახდილი აქციზი ექვემდებარება დაბრუნებას აქციზის დეკლარაციის წარდგენის გზით.

    აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა აქციზის დეკლარაციის III განაყოფის 7 და 71 სტრიქონებში, კერძოდ აღნიშნულ გრაფებში ასევე  შეიტანება  შესამცირებელი აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია შესაბამისად იმპორტისთვის და ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე.

    ამასთან, აქციზური საქონლის ჩამოწერის მიზნით,  გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარსადგენ განცხადებაში „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“, ცვლილება განხორციელდა  მოსანიშნი ღილაკის დასახელებაში. კერძოდ, „მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა“ შეიცვალა დასახელებით „აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა“.

    ცვლილების სანახავად ეწვიეთ ბმულებს

    N 996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება

    N 994 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება


    შეხვედრა შემოსავლების სამსახურში ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისათვის - მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირთათვის

    7/20/2026 5:46:00 PM

    მიმდინარე  წლის  30 ივლისს,  14:00 საათზე,  ახლადრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის - მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისთვის საგადასახადო ვალდებულებებისა და შეღავათების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართება. 

    მხარეების მიერ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები: მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის სტატუსი;
  • სტატუსის მინიჭება /გაუქმება;
  • საგადასახადო შეღავათები და ვალდებულებები;
  • გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის შევსება;
  • Rs გვერდის მოდული- ახლადრეგისტრირებულთათვის;
  • სტატუსის შერჩევის კალკულატორი;
  • საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა;
  • საგადასახადო ვალდებულებები დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებისას.
  • შეხვედრა შედგება  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში

    7/13/2026 4:26:00 PM

    2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში. კერძოდ ცვლილება შეეხო დადგენილებით დამტკიცებული მომსახურების საფასურებისა და განაკვეთების მე-14 გრაფას.

    განხორციელებული ცვლილების თანახმად საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მომსახურების საფასური განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

  • 10 000  ლარი - რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის;
  • 20 000 ლარი - გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირებისა.
  • აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება 2027 წლის 1 იანვრამდე წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილებების გამოცემის მოთხოვნებზე.

    სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე


    მიღებულ იქნა ფინანსთა მინისტრის ახალი საჯარო გადაწყვეტილება

    7/7/2026 4:14:00 PM

    მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოქვეყნდა ფინანსთა მინისტრის  N 208 საჯარო გადაწყვეტილება  პირის მიერ, საწარმოს წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემის და საწარმოს ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას, პარტნიორზე ნატურალური ფორმით განხორციელებული განაცემის დაბეგვრის საკითხებზე.

    საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლით (იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა) და 82-ე მუხლის (საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება) პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების პირობებს.

    სრულად N 208 საჯარო გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე


    სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოღებულ იქნა ნებართვის ახალი სახეები

    7/7/2026 4:12:00 PM

    მიმდინარე წლის 3 ივლისს განხორციელდა ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ  კანონმდებლობაში, რომლითაც შემოღებულ იქნა ნებართვის ახალი სახეები და თითოეულისთვის განისაზღვრა სანებართვო მოსაკრებელი. კერძოდ:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.
  • თითოეული სახის ნებართვისთვის (რომელიც გაიცემა 5 წლის ვადით), დაწესდა სანებართვო მოსაკრებელი  წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით.

    სრულად განხორციელებული ცვლილებები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

    N 1822-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    N 1823-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    N 1824-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    N 1825-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


    საგადასახადო მიმართულებით განხორციელებული სიახლეების შესახებ, ონლაინ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება

    7/2/2026 5:01:00 PM

    მიმდინარე  წლის  8 ივლისს,  14:00 საათზე,  უწყებაში მიმდინარე სიახლეებისა და აქტუალური საკითხების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართება.  დაინტერესებულ პირებთან განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

    •   ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის N142 საჯარო გადაწყვეტილება - სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ;

    •    ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის N143 საჯარო გადაწყვეტილება - „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“; 

    •     ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის N147 საჯარო გადაწყვეტილება „გაცვლის ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე, ამ  ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდებისას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის N195 საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

    •    დღგ-ს ჩათვლა/პროპორციული ჩათვლა;

    •    პირის მიერ, საწარმოს წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემის და საწარმოს ლიკვიდაციისას, კაპიტალის შემცირებისას, ან აქციის/წილის გამოსყიდვისას, პარტნიორზე ნატურალური ფორმით განხორციელებული განაცემის დაბეგვრა;

    •    საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, ნებადართული საქმიანობის განსაზღვრა;

    აღნიშნული შეხვედრა ონლაინ-საკომუნიკაციო პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით განხორციელდება. 

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: 

    https://rs.ge/Meetingsspace


    შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნის დალუქვის ვალდებულება უქმდება

    6/26/2026 11:17:00 AM

    „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, რომელიც ძალაში შედის მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან, პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი და ამ მიზნით აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს, აღნიშნული წიგნის დასალუქად საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება უქმდება. ამასთან ცვლილების შედეგად შესაბამის პირებს შესაძლებლობა ეძლევათ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ ელექტრონული ფორმითაც.

    ცვლილებების სანახავად ეწვიეთ ბმულს


    მიღებულ იქნა ფინანსთა მინისტრის ახალი საჯარო გადაწყვეტილებები

    5/18/2026 12:50:00 PM

    მიმდინარე წლის 14 მაისს მიღებულ იქნა ფინანსთა მინისტრის ორი ახალი საჯარო გადაწყვეტილება:

    N142 „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ“;

    N143 “ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე”.

    N142 საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს:

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების პირობებს.
  • სუბსიდიით დაფინანსებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხს.
  • N143 საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს:

  • ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრის საკითხებს;
  • უძრავი ქონების, საცხოვრებელ ბინად/სახლად მიჩნევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს;
  • აქტივის, საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადის და მიწოდების მომენტის განსაზღვრის წესს;
  • აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის განსაზღვრის წესს.
  • საჯარო გადაწყვეტილებების სანახავად ეწვიეთ ბმულებს:

    N142 საჯარო გადაწყვტილება

    N143 საჯარო გადაწყვტილება


    საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა

    4/30/2026 5:42:00 PM

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 და N996 ბრძანებებში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების სააფუძველზე, განცხადებას „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“ დაემატა მოსანიშნი ღილაკი „საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმი”, რომელიც უნდა მონიშნოს გადამხდელმა იმ შემთხვეაში თუ ახორციელებს აღნიშნული კატეგორიის ნაწარმის ჩამოწერას.

    N994 და N996 ბრძანებებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ჩამოწეროს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმი. ჩამოწერა ხორციელდება ადგილზე გასვლით და სრულდება სრული განადგურებით. ამასთან, მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას აქციზური მარკები ჩაითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას.

    გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, სრული განადგურების ფორმით 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე ჩამოწერილ, საქართველოში წარმოებულ აქციზურ ნაწარმზე, მწარმოებლის მიერ ნიშანდებული აქციზური მარკები, მწარმოებლის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებაში მითითებული სერიული ნომრებით/სერიული ნომრების დიაპაზონით, ჩაითვლება უტილიზებულად და არ დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას.

    ცვლილებების სანახავად ეწვიეთ ბმულებს:

    N994 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება

    N996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება


    შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადდა ახალი კითხვარი

    4/22/2026 1:13:00 PM

    შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადდა კითხვარი ,,ფიზიკური პირისთვის ქონების ჩუქების/რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის”  

    კითხვარი განსაზღვრავს 2024 წლიდან შემდგომ პერიოდებზე ფიზიკური პირისთვის ქონების ჩუქებით, მემკვიდრეობით მიღებისა და რეალიზაციის შემთხვევაში წარმოშობილ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებებს.

    კითხვარი არ მოიცავს:

  • შემთხვევებს, როდესაც ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაცია ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მათ შორის ქონების უსასყიდლოდ მიწოდებისას (ჩუქებისას);
  • საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ", "ზ", "თ" და "ი" ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა;
  • საგადასახადო ვალდებულებას, როდესაც საკითხის შინაარსის/ფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, იკვეთება განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობის კლასიფიკაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
  • აღნიშნული კითხვარი ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge)

    კითხვარის სანახავად ეწვიეთ ბმულს

    ,,ფიზიკური პირისთვის ქონების ჩუქების/რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის”   


    ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში

    4/2/2026 1:21:00 PM

    მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ამოქმედდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. რომლის მიხედვით სეს ესნ 8703 სასაქონლო პოზიციით მსუბუქი ავტომობილებისთვის იცვლება აქციზის გადასახადით დაბეგვრის მოდელი, რაც უკავშირდება ავტომობილის ასაკს და ტექნიკურ მახასიათებლებს.

    განხორციელებული ცვლილების მიხედვით აქციზის განსხვავებული განაკვეთებით იბეგრება 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილები. კერძოდ:

  • 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, ამავე ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს ამავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას. ხოლო მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში აღნიშნული განაკვეთი 60 პროცენტით მცირდება;
  •  6 წლის ზემოთ ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 4.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, ხოლო ამ ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს ამავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.
  • ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს 3 000 ლარს
  • ამასთან  სეს ესნ 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით იბეგრება, თუ:

  • ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 2 აპრილამდე განხორციელდა;
  •  ავტომობილის ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნულია საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი, ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში 2026 წლის 2 აპრილამდე ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას და რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია კონტეინერის ნომერი და ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
  •  ავტომობილის საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადებით (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადებით (CMR)) ან გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას/ჩატვირთვას და რომელშიც მითითებულია ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN/შასის ნომერი) ან/და ავტომობილის შესახებ სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა;
  •  ავტომობილის თავისი სვლით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება ავტომობილის შეძენის თაობაზე 2026 წლის 2 აპრილამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან ამონაწერით, რომელშიც აღნიშნულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა.
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება იხილეთ ბმულზე


    01.01.2022 წლამდე რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

    4/1/2026 1:28:00 PM

    2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოებს, რომელთაც 2026 წლის 1 აპრილამდე  თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები არ მოუყვანიათ შესაბამისობაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, ამავე კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის,  სხვა შეზღუდვებთან ერთად, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან შეიზღუდა საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება.

    კერძოდ, შეიზღუდა:

    - ავტორიზებული გვერდის www.eservice.rs.ge გამოყენება, ელექტრონული და მატერიალური ფორმით კომუნიკაცია, მათ შორის შეზღუდვა მოიცავს: საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის მომსახურებით სარგებლობას, საწარმოზე აქციზური და არააქციზური მარკების გაცემას, საწარმოს მიერ წარდგენილი აქციზური და არააქციზური მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურებას, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნებას, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობის განხორციელებას (მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენას).

    - საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში საგადასახადო/საბაჟო დავის დაწყება ან/და შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო/საბაჟო დავაში მონაწილეობა.


    საგადასახადო მიმართულებით განხორციელებული სიახლეების შესახებ, ონლაინ ფორმატში შეხვედრა გაიმართება

    3/31/2026 12:44:00 PM

    მიმდინარე  წლის  6  აპრილს,  15:00 საათზე,  დაინტერესებული პირებისთვის, უწყებაში მიმდინარე სიახლეებისა და აქტუალური საკითხების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება.  მხარეების მიერ, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ცვლილებები მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსებთან დაკავშირებით;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიმართ სავარაუდო დარიცხვის წესი და პირობები;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საერთო წესით დასაბეგრ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა;
  • საპენსიო შენატანების განხორციელება თვითდასაქმებულებისთვის;
  • საერთაშორისო კონტროლირებული ტრანზაქციების  შესახებ, დანართის წარდგენის წესები და პირობები.
  • შეხვედრა შედგება  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    შეხსენება მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით

    3/10/2026 12:00:00 AM

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი არის 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და აღნიშნული გადასახადების გადახდის სავადო თარიღი.

    ამასთან, მიმდინარე წლის 01 აპრილი გახლავთ 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღი.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოახლოებული სავადო თარიღები და ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, დროულად წარადგინოთ დეკლარაცია, ასევე გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადი.

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ინფორმაციით:

    2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების ინსტრუქცია

    ვიდეო ინსტრუქციები:

  • მიკრო ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია;
  • მცირე ბიზნესის მიერ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია ;
  • ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის ;
  • ვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ  

    გზამკვლევები იხილეთ აქ

    ხშირად დასმული კითხვები:

  • ფიზიკური პირებისთვის
  • იურიდიული პირებისთვის  

  • შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან შემოსავლების სამსახურში საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით სიახლეების და აქტუალური საკითხების მიმოხილვის მიზნით

    3/6/2026 5:25:00 PM

    მიმდინარე წლის 17 მარტს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, დაინტერესებული 

    პირებისთვის გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია - დეკლარირებისას ხშირად დაშვებული შეცდომები და სხვა პრაქტიკული საკითხები;
  • დებიტორული დავალიანების შესახებ მეთოდური მითითების განახლებული რედაქცია;
  • საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დებიტორული დავალიანების ჩამოწერის ან/და ვალის პატიების დროს;
  • ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქონლის იმპორტი;
  • თამბაქოს აქციზური მარკების დანაკარგის განახლებული ნორმები;
  • საგადასახადო მოთხოვნის და საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა;
  • ძირითად საშუალებებზე დღგ-ის პროპორციული ჩათვლის მიღების წესი, გასაუქმებელი ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშება.
  • შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

    შეხვედრა შედგება  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებაში

    3/6/2026 11:46:00 AM

    მიმდინარე წლის 2 მარტს გამოქვეყნდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებაში.

    განხორციელებული ცვლილების თანახმად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის  გვერდის (eservices.rs.ge) პაროლის აღდგენის, აგრეთვე აღნიშნულ გვერდზე საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების მოთხოვნით მომართვის უფლება იმ პირის შემთხვევაში  (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) რომლის რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი ხელმღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი განესაზღვრა მხოლოდ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილ ხელმძღვანელ პირს.

    აღნიშნული ხელმღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია  სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიეწოდება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

    ცვლილების ამოქმედების თარიღია 2026 წლის 31 მარტი.

    სრულად ცვლილება იხილეთ შემდეგ ბმულზე:


    სიახლე საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით

    2/27/2026 1:54:00 PM

    „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში 2026 წლის 24 თებერვალს საქართველოს ფინანსთა მინისტრის N52 ბრძანებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად მოგების გადასახადის (წლიური) დეკლარაციის და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (მხოლოდ მარტის თვის საანგარიშო პერიოდის) ფორმებს დაემატა დანართი - „ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლებით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ“.

    ცვლილების თანახმად საწარმო ვალდებულია ზემოაღნიშნულ დანართში ასახოს ინფორმაცია 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ თუ საწარმოს მიერ განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების (მათ შორის უსასყიდლო ოპერაციისა და კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ნაშთების გათვალისწინებით) მოცულობა ჯამურად, აღემატება 500 000 ლარს.

    ცვლილება ამოქმედდა 2026 წლის 25 თებერვლიდან და მისი მოქმედება გავრცელდება 2025 წლის და შემდგომ საანგარიშო პერიოდზე წარსადგენ ინფორმაციაზე.

    სრულად  ცვლილებები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის N52 ბრძანება


    ცვლილებები მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსებთან დაკავშირებით

    2/10/2026 3:25:00 PM

    2026 წლის 7 მარტიდან ამოქმედდება ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციებში.

     სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსიდან მცირე ბიზნესის სტატუსზე გადასვლის შემთხვევებში ზუსტდება პირობები და მცირე ბიზნესის სტატუსის ძალაში შესვლის თარიღები. კერძოდ“

  •  30 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბებიდან 15 დღეში მომართვის შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადაჭარბების დღიდან და მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;
  • 30 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბებიდან 15 დღის გასვლის შემდეგ მომართვის შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მომართვის დღიდან და მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით;
  • 30 000 ლარიანი ზღვარის არ გადაჭარბების შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მომართვის დღიდან და მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. 
  • იცვლება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღი, მცირე ბიზნესის სტატუსი პირს მიენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის დღიდან. სავალდებულო ხდება „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის“ წარდგენა, როდესაც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.  

    „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №4) განსახორციელებელი ცვლილების თანახმად: ზუსტდება, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისას ფიზიკური პირის შემთხვევაში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულოა. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობებს ემატება ფიზიკური პირის გარდაცვალება და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმება.

    ცვლილება იხილეთ შემდეგ ბმულზე: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 05.02.2026 წლის N 38 ბრძანება


    დამტკიცდა თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები

    2/10/2026 1:00:00 PM

    შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 დეკემბრის N28828 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა „თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები“, რომელიც ვრცელდება აქციზური მარკების ნიშანდებას დაქვემდებარებულ თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის მიმართ, როგორც ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობებით ნიშანდებისას, ასევე საქონლის ხელით ნიშანდების შემთხვევაში.

    ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა:

    ● დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია;

    ● დანაკარგის გადაანგარიშების წესები როგორც კალენდარული თვის ასევე წლის მიხედვით;

    ● წუნდებული მარკების მიმართ დანაკარგის გამოყენების შეზღუდვის წესები;

    ● დაზიანებული მარკების შენახვისგან გადასახადის გადამხდელთა გათავისუფლების წესები.

    შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანება ასევე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანება N28828


    ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების წესის შესახებ დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება.

    1/12/2026 1:33:00 PM

    დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N652 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე კვოტირების წესი.

    მთავრობის დადგენილების შემუშავება განპირობებულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 26 ნოემბრის N1114-IVმს-XIმპ  საქართველოს კანონით სსკ-ის 188-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობით (ნაცვლად 2.75 ლარისა).  

    საქართველოს მთავრობის N652 დადგენილებით განისაზღვრა:

  • პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თამბაქოს მწარმოებელი კვოტის მიღებისათვის;
  • პროცედურა და ვადები, რომლის დაცვითაც განხორციელდება თამბაქოს მწარმოებლისთვის კვოტის გამოყოფა;
  • კვოტის განაწილებაზე უფლებამოსილი პირი - საგადასახადო ორგანო;
  • კვოტის განაწილების წესი, კერძოდ: ყოველწლიური კვოტა ნაწილდება 4 თანაბარ ლოტად შესაბამისი პერიოდულობით. თითოეული ლოტის ფარგლებში,  კვოტის გამოყოფა ხდება პირის მიერ წარმოდგენილი განცხადების ვადის წინა 3 კალენდარული თვის ფარგლებში პირის მიერ განხორციელებული, აქციზით დასაბეგრი ოპერაციების მოცულობაში (კოლოფი/შეფუთვა) თითოეული ლიცენზიის მფლობელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციების (კოლოფი/შეფუთვა) პროცენტული წილის პროპორციულად.
  • ამასთან,  I ლოტის ფარგლებში, 2026 წლის ყოველწლიური კვოტიდან სიგარეტის კვოტის გამოყოფის თაობაზე თამბაქოს მწარმოებელი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს განცხადებით მიმართოს 2026 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო განაწილებული კვოტა ძალაში იქნება 2026 წლის 1 იანვრიდან.

    საქართველოს მთავრობის N652 დადგენილება დეტალურად იხილეთ ბმულზე.


    თამბაქოს და ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე ნომინალური ღირებულების ცვლილება

    12/31/2025 1:02:00 PM

    2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლში „აქციზური მარკის/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება“. კერძოდ, განხორციელებული ცვლილების მიხედვით იმპორტირებულ თამბაქოს ნაწარმზე და ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე შემცირდა ნომინალური ღირებულება, კერძოდ:

  • იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 19,5 დოლარისა ექვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
  • ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 12 დოლარისა ექვივალენტი ლარებში განისაზღვრა  – 10 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
  • იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე  ნაცვლად 19,5 დოლარის ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა  – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
  • სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე


    ცვლილება დადგენილებაში - „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“

    12/25/2025 1:05:00 PM

    2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №286-ში დადგენილებაში ცვლილება, რომლითაც იკრძალება  მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტი. კერძოდ:

    1. აკრძალულია პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №2 დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებზე მომუშავე №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა).  

    2. პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა) შემთხვევაში, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნივთიერების ტიპის შესახებ, რომელზეც მუშაობს შესაბამისი მოწყობილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას.  

    სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე


    ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში

    12/25/2025 1:00:00 PM

    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწერულ რიგ მომსახურებებზე საფასურის ცვლილებას, კერძოდ, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ვეტერინარული სერტიფიკატის, სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის, აგრეთვე ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის  იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემის საფასურები.

    შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის აღნიშნული ცვლილებით დადგენილი საფასურები ამოქმედდება 2026 წლის წლის 15 იანვრიდან.

    სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე  


    ცვლილება დადგენილებაში - სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ

    12/17/2025 2:54:00 PM

    2026 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში, რომლითაც იცვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

    იკრძალება სეს ესნ-ის 3917 − სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და  3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.

    სეს ესნ-ის 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული კონტეინერების/ჭიქებისა და მათი თავსახურების იმპორტში დეკლარირებისას დეკლარანტი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადებას, სადაც სავალდებული წესით შეიტანება ინფორმაცია პროდუქციის შესახებ.

    იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი საქონელი წარმოადგენს გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებულ სასურსათო კონტეინერებს/ჭიქებს ან/და მათ თავსახურებს, ასეთი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ხარჯით.

    სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე


    ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში

    12/16/2025 10:04:00 AM

    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის ახალი საფასურების დადგენას. ამასთან,  გარკვეულ სერვისებზე საფასური შემოღებულ იქნა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი შესაბამისი მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს მომსახურების გაწევის ადგილზე ვიზიტით.

    წარმოდგენილი ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი ემსახურება შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენისა და დისტანციური სერვისებით სარგებლობის წახალისებას. სერვისების ელექტრონული ფორმით გამოყენება საშუალებას აძლევს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე პირს, მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ისარგებლოს სასურველი სერვისით. აღსანიშნავია, რომ  განცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად  ნებისმიერ დროს. 

    შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის აღნიშნული ცვლილებით დადგენილი საფასურები ამოქმედდება მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან.

    სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე


    ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებაში

    12/12/2025 2:52:00 PM

    თამბაქოს ნაწარმზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 26 ნოემბერს  განხორციელებული N1114-IVმს-XIმპცვლილებიდან გამომდინარე, ცვლილება  შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამის მუხლებში.

    ცვლილების თანახმად, სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტების, აგრეთვე სეს ესნ 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი უფლებამოსილია, 2026 წლისათვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

    „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება იხილეთ ბმულზე.


    ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების საგადასახადო ანგარიშგება

    12/11/2025 2:45:00 PM

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 9 დეკემბრის N317 ბრძანებით  ცვლილება განხორციელდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით  დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილება ითვალისწინებს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშემწყობი მექანიზმების ასახვას გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.

    ასევე, ცვლილებით მოგების გადასახადის დეკლარაციას დაემატა ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმა.

    „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე,


    აქციზის განაკვეთების ცვლილება თამბაქოს ნაწარმზე

    12/2/2025 1:08:00 PM

    მიმდინარე წლის 26 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა N1114-IVმს-XIმპ  ცვლილება, რომელიც  შეეხო  188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე.

    განხორციელებული ცვლილების თანახმად:

  • 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე იბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის (ნაცვლად 1,9 ლარისა) ოდენობის აქციზის განაკვეთით;
  • 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, ასევე იმპორტირებული სიგარეტები იბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის (ნაცვლად 1,9 ლარისა)  ოდენობის აქციზის განაკვეთით;
  • სეს ესნ 2404 11 000 00 კოდში მითითებულ საქონელისათვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 20 ღერზე/ცალზე 2,70 ლარით (ნაცვლად 1,85 ლარისა).
  • ამასთან, სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, ასევე იმპორტირებული სიგარეტისთვის, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი. ასევე,  სეს ესნ  სეს ესნ 2404 11 000 00 კოდში მითითებულ საქონელისათვის აქციზის განაკვეთი შეადგენს 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს.

    ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვარს.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების სანახავად ეწვიეთ ბმულს


    დამტკიცდა განახლებული შიდა ინსტრუქცია „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“

    11/28/2025 11:29:00 AM

    შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 14 ნოემბრის N25093 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა განახლებული შიდა ინსტრუქცია „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“.

    აღნიშნული ინსტრუქცია არეგულირებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 61 მუხლით გათვალისწინებულ გადასახადის გადამხდელთა სიდიდის შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრასთან, აგრეთვე, განსაზღვრული კატეგორიების გაუქმებასა და აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს. წარმოდგენილი შიდა ინსტრუქციით განახლებულად ჩამოყალიბდა მსხვილ გადამხდელთა კატეგორიის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.

    დეტალური ინსტრუქცია შეგიძლია იხილოთ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 14 ნოემბრის N25093 ბრძანებაში - ბმული


    ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ესქპორტზე CT-1 სერტიფიკატის მისაღებად შეიქმნა ახალი მოდული

    11/21/2025 12:40:00 PM

    მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელების ექსპორტზე  CT-1 სერტიფიკატის მისაღებად განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნას შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებ გვერდის (eservices.rs.ge) ახალი მოდულიდან - „წარმოშობის სერტიფიკატი“.

    აღნიშნული მოდული 24 ნოემბრამდე იმუშავებს სატესტო რეჟიმში.

    სატესტო პერიოდის განმავლობაში (24 ნოემბრამდე) გამოგზავნილი ყველა განცხადება გაუქმდება, ხოლო სერთიფიკატების გაცემა განხორციელდება 24 ნოემბრიდან წარმოდგენილ განცხადებებზე.


    ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში

    11/19/2025 1:29:00 PM

    „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში მიმდინარე წლის 13 ნოემბრის N296 ბრძანებით შეტანილი ცვლილების თანახმად, 2026 წლის პირველი იანვრიდან იცვლება საგადასახადო მოთხოვნის და საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების შევსების და აღნიშნული საფუძველზე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხების მოძრაობის წესი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცემა შესაძლებლობა „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ განცხადება წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, რაც დაზოგავს გადასახადის გადამხდელების დროით და შრომით რესურსს. გარდა აღნიშნულისა, ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე თანხის გადატანის განსხვავებული ვადები, იმის მიხედვით, თუ რა არის განცხადების წარმოდგენის მიზნობრიობა. კერძოდ, გარდა სტანდარტული სამდღიანი ვადისა, პროექტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსს ენიჭება უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევაში დაადგინოს პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვის განსხვავებული ვადები.

    „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


    ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში

    11/18/2025 9:59:00 AM

    მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა N1061-IVმს-XIმპ ცვლილება  საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან.

    განხორციელებული ცვლილების თანახმად ცალკეული საგადასახადო შეღავათების ვადა გადაიწია 2028 წლის 1 იანვრამდე. მათ შორის:

  • სასოფლო-სამეურნეო სფეროში 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დებულებების მოქმედება გაგრძელდა 2028 წლის 1 იანვრამდე;
  • 2028 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდა  ასევე შეღავათების მოქმედება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით და  თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით;
  • 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირისთვის, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
  • 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა;
  • განხორციელებული ცვლილების თანახმად:

  • დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი. ასევე საგადასახადო კოდექსს დაემატა 157-მუხლის „წ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრა საინვესტიციო ოქროს ცნება.
  • უქმდება სპეციალური სავაჭრო ზონის (სსკ-ის 26-ე მუხლი) და ბაზრობის ორგანიზების (სსკ-ის  262-ე მუხლი) მარეგულირებელი დებულებები, აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კოდექსის შესაბამის მუხლებში;
  • სსკ-ს დებულების „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებასთან“ (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის №1233 განკარგულება) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება შეეხო მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საქართველოს რეზიდენტი საწარმოს ანგარიშის წარდგენის ვადას და ნაცვლად საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე ვადისა, აღნიშნული საწარმო ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა. ამ მიზნით, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა სსკ-ის 701 მუხლის პირველ ნაწილში.
  • სრულად საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.


    ცვლილება ,,დებიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდურ მითითებაში

    11/6/2025 3:04:00 PM

    მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართ N11- ში (მეთოდური მითითება „დებიტორული დავალიანების შესახებ“) აღნიშნული მეთოდური მითითების განახლებული რედაქცია არეგულირებს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტი პირისთვის საქონლის მიწოდებიდან/მომსახურების გაწევიდან წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

    ცვლილების დეტალურად სანახავად ეწვიეთ ბმულს 


    შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან აქტუალურ საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით

    11/5/2025 1:07:00 PM

    მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, დაინტერესებული 

    პირებისთვის გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები:

  • ავტორიზებულ  ეკონომიკურ ოპერატორის სტატუსი  AEO;
  • უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი;
  • საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებწინასწარი გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები.
  • შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

    შეხვედრა შედგება  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    2025 წლის 17 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონებაზე/მიწაზე და საწარმოს/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის სავადო თარიღია

    11/4/2025 2:03:00 PM

    შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის (სახაზინო კოდი: 101001000) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ნოემბრისა.

    ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ:

    ვიდეო-ინსტრუქცია:

  • ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაციის წარდგენა 
  • გზამკვლევები:

  • ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების გზამკვლევი
  • ფიზიკური პირის ქონების გადასახდის წლიური დეკლარაციის გზამკვლევი
  • შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიების გზამკვლევი
  • კითხვა-პასუხი

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ „RS ჩათი“-ში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2 299 299


    ფიზიკური პირის ქონების გადასახადის კალკულატორი

    10/27/2025 10:08:31 AM

    ფიზიკური პირის ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადთან დაკავშირებით მომზადდა კალკულატორი , რომელიც აერთიანებს სამ დამოუკიდებელ კითხვარ-გამომთვლელს:

  • ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა;
  • აღნიშული კითხვარით ფიზიკურ პირს შეუძლია დაადგინოს წარმოეშვა თუ არა ქონების (მათ შორის მიწის)  გადასახადის გადახდის ვალდებულება მიმდინარე წელს.

  • ქონებაზე (მათ შორის, მიწაზე) ქონების გადასახადის გამომთვლელი;
  • გამომთვლელის საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დაიანგარიშოს ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის ოდენობა.

  • ქონების გადასახადის მიზნებისთვის შემოსავლის გამომთვლელი
  • გამომთვლელის საშუალებით პირს შეუძლია დაადგინოს გასულ წელს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აჭარბებს თუ არა  40 000 ლარს.


    ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი

    10/27/2025 10:08:00 AM

    ფიზიკური პირის ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადთან დაკავშირებით მომზადდა კალკულატორი , რომელიც აერთიანებს სამ დამოუკიდებელ კითხვარ-გამომთვლელს:

    ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა;

    აღნიშული კითხვარით ფიზიკურ პირს შეუძლია დაადგინოს წარმოეშვა თუ არა ქონების (მათ შორის მიწის)  გადასახადის გადახდის ვალდებულება მიმდინარე წელს.

    ქონებაზე (მათ შორის, მიწაზე) ქონების გადასახადის გამომთვლელი;

    გამომთვლელის საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დაიანგარიშოს ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის ოდენობა.

    ქონების გადასახადის მიზნებისთვის შემოსავლის გამომთვლელი

    გამომთვლელის საშუალებით პირს შეუძლია დაადგინოს გასულ წელს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აჭარბებს თუ არა  40 000 ლარს.


    შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით

    10/13/2025 1:47:00 PM

     მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 22 სექტემბრის N20688 ბრძანება „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“  და ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული დანართ N1;
  • ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მქონე სუბიექტების საგადასახადო შეღავათები;
  • ფიზიკური პირის ქონების გადასახადი (დეკლარირების წესი, პირადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიება), ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა;
  • კალკულატორები (ქონებ/მიწა);
  • ავანსის ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი.
  • შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

    შეხვედრა შედგება  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

    https://rs.ge/Meetingsspace


    text