საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

შემოსავლების სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზევბრძანებ:                                                                                                                

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.

 1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლისქვეპუნქტისა.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლისქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 14 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 1. შემოსავლების სამსახური (შემდგომშისამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია შემოსავლების სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებსაქართველოს კანონით, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამსახურის მისამართია: . თბილისი, . გორგასლის . №16 და . ქუთაისი, ჯავახიშვილის . №5.

მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციები

 1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:                                                                                      

) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;

ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;                                                                      

ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის განადგურებაზე კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;

​1) უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების დანერგვასა და გამოყენებას, მათ შორის, კინოლოგიური საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაადგილებასთან ბრძოლის მიზნით;

) უზრუნველყოფს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;

) იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;

) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;

) გასცემს ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;

) ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრას;

მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

​1 უზრუნველყოფსსაგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებდასაბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებსაერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადებისა და დადების პროცესში მონაწილეობის მიღებას, ასევე მათი იმპლემენტაციის მიზნით მოქმედებათა განხორციელების კოორდინაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

​2) უზრუნველყოფს  „ამერიკის  შეერთებული  შტატების  მთავრობასა  და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნითშეთანხმებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

) გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე

) განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;

) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში  ცვლილებების შეტანის, გაუქმების  თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;

) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას;

შემოსავლებზე ან/და კაპიტალზე ორმა გი დაბეგვრის თავიდან აცილების ან/და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთშეთანხმების პროცედურების ფარგლებში, აწარმოებს კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს, აფორმებს შეთანხმებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსათან; საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას და თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, ასევე ასრულებს საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობებს;

ტ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე საბაჟო პროცედურასთან/რეექსპორტთან დაკავშირებულ მომსახურებას;

„ტ1 ) სამსახურის სტრატეგიის შემუშავება;

2 ) სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

3 ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;

ტ4 ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების, მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება;

5 ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

6 ) დაგეგმილი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ცვლილებების ინიციირება;

7 ) სამსახურის სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შეს

) უზრუნველყოფს გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირებას;

) უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, დანაკარგების მაქსიმალური     ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის მიერ შემუშავებული ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენას;

) ახორციელებს საქართველოს   მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ორგანიზებას;

) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავალიც ხმარდება სამსახურის მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

3. სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებშიამ მუხლის პირველი პუნქტის“, „“, „“, „“, „და“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.

 4. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში საერთო სასამართლოების სისტემაში განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლობა საგადასახადო/საბაჟო დავებზე.

მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა                                                                                                   

 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით. სამსახურის უფროსი შეიძლება იმავდროულად იყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე.

2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის  ფარგლებში

) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;

) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;

​1) განსაზღვრავს შიდა აუდიტის და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მარეგულირებელ ნორმებს

) გამოსცემს მეთოდურ მითითებებსა და შიდა ინსტრუქციებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომელთათვის

) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;

​1) თანამშრომელს დროებით აკისრებს არმყოფი პირის ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესს;

​1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს;

) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებითთანამდებობრივ სარგოებს;

​1) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის თანამშრომელთათვის გასცეს დანამატი;

) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

) განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს;

​1ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის ან/და ქცევის სპეციალურ წესს

) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას;

) გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2​1. მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობისას, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის დავალებით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია  სამსახურის თანამშრომელს დაავალოს რიგი ფუნქციების განხორციელება, რომლებიც არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ მოვალეობებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი

5. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე, რომლებსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა                                                                                                                              

1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სამსახური შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:                                                                        

საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი;                                                  

) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;                                                                       

) სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი;                                                          

) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი;                                

 ფინანსური დეპარტამენტი;                                                                         

) იურიდიული დეპარტამენტი;                                                                        

) დავების დეპარტამენტი;                                                                                

) აუდიტის დეპარტამენტი;                                                                        

) მომსახურების დეპარტამენტი;                                                           

) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი;                                                                         

) საბაჟო დეპარტამენტი;                                                                                     

) ანალიტიკური დეპარტამენტი;                                                                               

 ადამიანური რესურსების  მართვისა და განვითარების დეპარტამენტი

) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;                                                                         

) საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი

ფ) ვალის მართვის დეპარტამენტი;                                                                          

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ფინანსური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის სათავო ოფისს, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტებს.“.

მუხლი 5. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო და საბაჟო ორგანოები      

1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი და ანალიტიკური დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს, ხოლო საბაჟო დეპარტამენტი – ასევე საბაჟო ორგანოს.

2. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო და საბაჟო ორგანოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით

3. სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო და საბაჟო ორგანოები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან

4. სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს შესაძლებელია ჰქონდეთ ბეჭდები.

text